Published on: 06 October 2017
შტატებში მდიდრებისთვის მორიგი ყველგანმავალი შექმნეს
Rezvani Motors -ისგან მსგავსი პროექტი ნაკლებად მოსალოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მფლობელი და დამაარსებელი ფერის რეზვანი ყოველთვის გატაცებული იყო სპორტული ავტომობილებით. 2014 წელს Rezvani Motors -ის დაარსებისთანავე მან წარმოებაში გაუშვა ორი სპორტული მოდელი Beast -ი და Alpha. მაგრამ, მან განსაკუთრებულ წარმატებას ამ პროექტებით ვერ მიაღწია. ამიტომ რეზვანიმ გადაწყვიტა გადაერთოს უფრო პერსპექტიულ სეგმენტზე – ყველგანმავლებზე. როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩვენ დროში მოთხოვნა სრულ ამძრავიან ავტომობილებზე უფრო დიდია, ვიდრე სპორტქარებზე.
სახელწოდება ავტომობილმა მიიღო მის გარეგნობასთან შესაბამისი – Tank. მარტო დიზაინით რეზვანი არ შემოიფარგლა და ავტომობილს რამოდენიმე საინტერესო აღჭურვილობა დაუმატა. უკანა კარებები ავტომობილს ეღება საწინააღმდეგო მიმართულებით, სახურავზე მოთავსებულია კომპაქტური შუქდიოდური პროჟექტორი, ინფორმაცია აგრეგატებზე პროეცირდება წინა საქარ მინაზე, სალონი მოპირკეთებულია შავი ტყავით.
ავტომობილი აღჭურვილია Chrysler -ის 6,4 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც გაუმჯობესებულია SRT -ს სპორტული ქვედანაყოფით და გამოიმუშავებს 500 ცხ.ძ. -ს. ავტომობილის ღირებულება მინიმალურ კომპლექტაციაში შეადგენს 178 000 დოლარს.