Published on: 11 May 2018
შტატებში იშვიათ Lamborghini-ებს შეცდომით დაბეჭდილ ეტიკეტების გამო უკან იწვევენ
იტალიური ავტო მწარმოებელი Lamborghini შტატებში არსებულ თავის ჰიპერქარებს Centenario-ებს უკან იწვევს, იმის გამო, რომ მათზე არსებული ეტიკეტში სწორად არ არის აღნიშნული ავტომობილის მასა. შეგახსენებთ, რომ Centenario-ს სულ 40 ეგზემპლარი არის გამოშვებული, აქედან 20 კუპეა და 20 როდსტერი. მოდელი შექმნილია მარკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
შტატების ბაზარზე 11-მა ასეთმა ჰიპერქარმა ჩააღწია და ახლა ყველა უკან იქნება გაწვეული. მიზეზი რომლის გამოც 2 მლნ ღირებულების ავტომობილების მფლობელები სადილერო ცენტრებს უნდა ეწვიონ, უმნიშვნელოა. საქმე იმაშია, რომ ჰიპერქარი სალონში არსებულ ეტიკეტზე დატანილია ავტომობილის მასის არასწორი ინფორმაცია. NHTSA აღნიშნავს, რომ ამან შესაძლოა საბოლოო ჯამში ავარიის რისკებიც კი გაზარდოს.