Published on: 04 December 2017
შტატებში გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების უჩვეულო მიზეზი იპოვეს
მკვლევარები მარა ფიჩიო და ჟონ ჯ. მაკონელი გაკვირვებულები დარჩნენ მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ მსხვერპლის მქონე ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის მაჩვენებლის ათწლიანი ვარდნის შეემდეგ 2011 წელს დაიწყო ზრდა – ამის მიზეზად ბევრი მკვლევარი სმარტფონების მასიურ გავრცელებასა და ინტერნეტზერ ტარიფის შემცირებას ასახელებს.
ფაჩიომ და მაკონელიმ გადაწყვიტეს გამოარკვიონ, თუ რამდენად საშიშია არა სმარტფონი, არამედ მხოლოდ კონკრეტული აპლიკაცია – ერთდროს პოპულარული თამაში Pokemon Go. ამისთვის მკვლევარებმა ტეპეკანოს (ინდიანას შტატი) ნახევარი წლის ავტოსაგზაო შემთხვევების მონაცემები შეაგროვეს – 2015 წლის 1 ამრტიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე.
2016 წელს Pokemon Go -ს გამოსვლის შემდეგ, როდესაც 100 მილიონმა ადამიანმა ერთდროულად ჩამოტვირთა თამაში, “პოკესტოპიდან” 100 მეტრში ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის შანსები 26,5 % -ით გაიზარდა.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ Pokemon Go -ს აჟიოტაჟის დროს ხუთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მაშტაბით პროვოცირებული იქნა 145 632 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელებშიც დაშავდა 29 370 ადამიანი და 256 დაიღუპა. ამ შემთხვევებთან დაკავშირებული ხარჯები ფასდება 2 მლრ -დან 7,3 მლრ დოლარამდე.