სტატიები

Published on: 21 January 2017

Shelby -მ Super Snake -ის 50 წლის იუბილე განსაკუთრებული ვერსიით აღნიშნა

კომპანია Shelby American -მა Ford Mustang -ის ბაზაზე Super Snake -ის სპორტქარების აწყობა ზუტად 50 წლის წინ დაიწყო. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით Shelby -მ განსაკუთრებული ვერსია – Anniversary Edition  -ი წარმოგვიდგინა.

Super Snake -ის ახალი თაობა ათწლეულების განმავლობაში ნაცადი რეცეპტით იწყობა, მაგრამ ამასთან მოდელის ისტორიაში უმძლავრესი სპორტქარის წოდებაზე პრეტენდირებს. Shelby -ში კუპესთვის 5,0 ლიტრი მოცულობის V8 ძრავა მოამზადეს,  რომელიც გამოიმუშავებს 650 ცხ.ძ. -ს და ესეც საბაზისო ვერსიაში.

ტიუნერებმა რამოდენიმე ოფცის დაყენების ვარიანტი განიხილეს, რომელთა დახმარებითაც სიმძლავრის 750 ცხ.ძ. -მდე გაზრდა უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი.

ასეთ Ford Mustang -ს, როგორც Shelby -ში ირწმუნებიან, 0-100 კმ/სთ აჩქარების 3,5 წმ -ში განვითარება შეუძლია, ხოლო მილის მეოთხედის (402 მ) დაფარვა ავტომობილს 10,9 წმ -ში ახერხებს.

Shelby Mustang GT500 Super Snake -ს 20 დიუმიანი Weld Racing  -ის დისკები და Michelin Pilot Sport -ის საბურავები “ჩააცვეს”.

Shelby -ში სულ 300 ასეთ Super Snake -ს გამოუშვებენ, რომელთაგან თითოეულის ფასი მინიმუმ 70 000 დოლარიდან დაიწყება.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑