სტატიები

Published on: 25 December 2017

სჭირდება თუ არა გახურება ზამთარში ახლად გამოღვიძებულ ავტომობილს

დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი ამოიცნობს თავს შემდეგ სიტუაციაში: ზამთარში, დილით, მეზობლის ავტომობილის ხმაურიანი „ამოქოქვის“ ხმა გაღვიძებთ, შემდეგ მეზობელი მცირე ინტერვალებით აჭერს გაზს ფეხს, დაუძვრელად უმატებს ბრუნს ანუ ეგრეთ წოდებულ აბაროტს და ბოლო ხმაზე აბღუილებს ცივ ძრავს გასახურებლად.  თუ ეს სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია, შეგიძლიათ ხვალ დილით უკვე თამამად გადასძახოდ თქვენს მეზობელს და უთხრათ, რომ არასწორია !

დასაბუთებულ მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ ახალი ძრავის მქონე ავტომობილებს გახურება არ სჭირდება, სტივენ კიატი აქვეყნებს. მრბოლელი, საინჟინრო დარგში დოქტორის და ატმოსფერული ძრავების სპეციალისტის კვლევების მიხედვით, ავტომობილს გასახურებლად ზუსტად ის დრო სჭირდება, რაც უსაფრთხოების ღვედების შესაკრავად და ელექტრო-ხელსაწყოებზე თვალის გადასავლებად არის საჭირო.

მაშინ, როდესაც ყინვაში ავტომობილს ქოქავთ და ამ დროს სიჩქარეების კოლოფი ნეიტრალურზე გაქვთ გადართული, თქვენ არა მხოლოდ ტყუილად წვავთ საწვავს, არამედ ძრავსაც აზიანებთ. როდესაც ძრავი მუშაობას იწყებს, ხოლო მანქანა ერთ ადგილზე დგას, ზეთი დროულად ვერ აღწევს ცილინდრებამდე. შედეგად ცილინდრები მეტისმეტად იტვირთება და დროთა განმავლობაში ეს ძრავის გაფუჭებას იწვევს.

თანამედროვე ძრავებს არ სჭირდება გახურება,მაგრამ სანამ ძრავი არ გათბება არ უნდა დავტვირტოთ ძლიერად, ანუ, არ უნდა ვამუშაოთ მაღალ ბრუნზე.

როგორ მივხვდეთ, რომელ თაობას განეკუთვნება თქვენი ძრავი? ამ შემთხვევაში დააკვირდით თქვენი ავტომობილის მწარმოებელი ქარხნის მოთხოვნას, თუ ითხოვენ, რომ გამოვიყენოთ 10w40 სიბლანტის ზეთი, ესე იგი ეს ძველი თაობის ძრავია და თუ  0w20,5w20,5w50 და სხვა, თქვენი ძრავი ახალ თაობას განეკუთვნება და მას სულაც არ სჭირდება ადგილზე გახურება.

ყველაზე საშინელი კი ის მოვლენაა,როდესაც ადგილზე გაჩერებულ ცივ ძრავს, გაზის მეშვეობით ვახურებთ, ანუ მაღალ „აბაროტზე“ ვამუშავებთ.  დაიმახსოვრეთ, ცივ მდგომარეობაში ძრავს ელემენტები ცვდება. ცვეთის ინტენსივობა დამოკიდებულია არა დატვირთვაზე, ანუ დადის თუ დგას ავტომობილი, არამედ რა ბრუნთა რიცხვი აქვს ძრავას.

წარმოიდგინეთ ავტომობილი ადამიანთან რომ გავაიგოვოთ, თქვენ იღვიძებთ ზამთარში, ყინვაში, დგებით ფეხზე და იწყებთ ადგილზე სწრაფად ხტუნვას. ამ დროს ჩვენი სისხლძარღვები შევიწროვებულია და გულზე დატვირთვა საკმაოდ დიდია, რამაც შეიძლება სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. მეორე ვარიანტია, როდესაც ზამთარში გაღვიძებისთანავე დგებით, იწყებთ ნელ ნელ სიარულს, აჩვევთ ორგანიზმს დატვირთვას და მხოლოდ ამის შემდეგ უმატებთ ტემპს.

თუ ადამიანების და ავტომობილების გაიგივების თემას გავყვებით, ამ შემთხვევაშიც ნებისმიერი პრობლემის მარტივად მოგვარება – მისი დაზღვევაა, ჯანმრთელობის დაზღვევა ცივ ზამთარში როგორც თქვენთვის ასევე თქვენი ავტომობილისთვის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, ეს ზამთარი კი შეგიძლიათ ჯიპიაის ავტოდაზღვევას ანდოთ, რომელიც გარდა დაზღვევისა,  პროფილაქტიკის მიზნით, თეგეტა მოტორსის 1000 ლარიან ვაუჩერს გჩუქნით.

უმკურნალეთ თქვენს ავტომობილს, ნუ დატვირთავთ მას ზედმეტად, დაიწყეთ მოძრაობა დაბალი სიჩქარით და რაც მთავარია დაბალი ბრუნთა რიცხვით, დაზოგეთ დრო და მოუფრთხილდით თქვენს „ახლად გაღვიძებულ“ ავტომობილს.

 

რუბრიკის სპონსორია ჯიპიაის ავტოდაზღვევა

[R]

თეგები: , ,


Back to Top ↑