სტატიები

Published on: 09 October 2014

როგორ დავზოგოთ საწვავი

10 რჩევა ეკონომიური ტარებისთვის, რომელიც შეცვლის თქვენს ჩვევებს, მაგრამ სამაგიეროდ საგრძნობლად დაგიზოგავთ საწვავს.

  1. დაიცავით მუდმივი სიჩქარე მკვეთრი აჩქარებისა და შეჩერების გარეშე.
  2. შეცვალეთ ძრავის სიჩქარე იმ დონემდე, როცა მისი ბრუნი შეადგენს 2000-2500. რათა შეინარჩუნოთ ძრავის ბრუნის მინიმალური დასაშვები სიხშირე.
  3. შეამოწმეთ ჰაერის წნევა საბურავებში. ჰაერის წნევის უკმარისობა საბურავებში იწვევს საწვავის მოხმარების გაზრდას.
  4. იყურეთ წინ რაც შეიძლება დიდხანს, რათა მზად იყოთ მოსალოდნელი დაბრკოლებისთვის. ეს დაგეხმარებათ მუდმივი სიჩქარის შენარჩუნებაში.
  5. ეკონომიურად იხმარეთ კონდიციონერი, განსაკუთრებით ქალაქში.
  6. მაღალ სიჩქარეზე აუწიეთ ყველა ფანჯარას. მაგისტრალზე ერთი ღია ფანჯარაც საგრძნობლად ზრდის საწვავის მოხმარებას.
  7. ჩააქრეთ ძრავი, როცა ხართ გაჩერებულ მდგომარეობაში. მაგალითად საცობში ან რკინიგზის გადასასვლელთან ლოდინის პერიოდში.
  8. სასურველაი გაანთავისუფლოთ ავტომობილი ზედმეტი ტვირთისაგან. დამატებით წონა ზრდის საწვავის მოხმარებას და გამონაბოლქვის გამოდინებას.
  9. მოხსენით დამატებითი გარე აქსესუარები – ისინი ქმნიან აეროდინამიურ დაბრკოლებებს.
  10. შეზღუდეთ ელექტრო მოწყობილობების მუშაობა – ისინი მოიხმარენ დამატებით ენერგიას და საწვავს.

თეგები: ,


Back to Top ↑