Uncategorized

Published on: 17 October 2014

საწვავის დანამატები

prusadky

ადრე თუ გვიან ყოველი ავტომფლობელი ინტერესდება იმ საწვავის ხარისხით, რომელსაც მისი ავტომობილი მოიხმარს. სამწუხაროდ მაღალსხარისხოვან საწვავშიც შესაძლოა აღმოჩნდეს ფისის შემცველი ნივთიერებები, რომლებიც ცუდად მოქმედებენ ძრავის მუშაობაზე.

კვამლი ძრავიდან, მისი მწყობრიდან გამოსვლა ან გაუმართავად მუშაობა – ეს ის პრობლემებია, რომლებთანაც შეხვედრა მძღოლს უწევს ადრე თუ გვიან. დამოკიდებულია საწვავის ხარისხზე, ვიღაცას ხვდება ეს პრობლემა ადრე, ვიღაცას გვიან. საწვავის დაუწველი კომპონენტები დროთადრო გროვდება აალების სანთელზე, სარქველზე, ცილინდრების კედლებზე და ძრავის სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, რაც მას სიმძლავრეს უკარგავს. ამ პრიბობლემის საწინააღმდეგოდ რეკომენდირებულია საწვავის დანამატების გამოყენება.

1389458487_chistka-forsunok-v-domashnih-usloviyah

როგორ გამოვიყენოთ დანამატები.

  • პირველადი გამოყენებისას სასურველია დავამატოთ 2-3 ჯერ ნაკლები დანამატი, ვიდრე რეკომენდირებულია მწარმოებლის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნარჩენებმა შესაძლოა “გაჭედოს” საწვავის სისტემა.
  • დანამატის გამოყენების შემდეგ შეამოწმეთ აალების სანთლები. თუ მასზე არ აღმოაჩინეთ ნარჩენები ეს იმას ნიშნავს, რომ ხარისხიანი პროდუქტი შეიძინეთ.
  • უპირატესობა მიანიჭეთ ცნობილ მწარმოებლებს და შეიძინეთ ავტო მაღაზიებში და არა უცნობ გადამყიდველებთან.

თეგები:


Back to Top ↑