სტატიები
Published on: 05 May 2015
საინტერესო ხიდი იაპონიაში
ქვემოთ ფოტოზე წარმოდგენილია იაპონიაში მდებარე ხიდი Eshima Ohashi , რომელიც ერთმანეთს ორ ქალაქს – მანცუესა და საკაიმინატოს აკავშირებს. უჩვეულო რაკურსის წყალობით მოგეჩვენებათ, რომ ხიდს აქვს თითქმის პერპენდიკულარული ასასვლელი და ანალოგიური ჩასასვლელი. სინამდვილეში ეს მხოლოდ თვალის მოტყუებაა.
ორხაზიანი გზის სიგრძე წარმოადგენს 1,7 კილომეტრს და აქვს 11,4 მ სიგანე. ხიდი კონსტრუილებულია ისე, რომ მის ქვეშ სატვირთო გემებმა შეძლონ გასვლა. ხშირად ეს ხიდი ხდება ავტომობილების რეკლამების გადაღების ადგილად, რათა კომპანიამ აჩვენოს ავტომობილის სიმძლავრე.