Published on: 16 May 2019
საიმედოობის რეიტინგში BMW ბოლო ადგილზე აღმოჩნდა
ბრიტანული კომპანიის J.D. Power-ის ექსპერტებმა პოპულარული საავტომობილი მარკების ავტომობილების პრობლემების ანალიზი ჩაატარეს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის “შეჯიბრი” ავტომობილების მფლობელებისთვის ნამდვილი თავის სატკივარი ხდება. 10 სერიოზული საჩივრიდან ნახევარი მედია სისტემის გაუმართაობაზე მოდის. ყველაზე ხშირად ასეთი გაუმარტაობა პრემიუმ-მარკის ავტომობილებში გვხვდება.
ექსპერტების კვლევის შედეგად ყველაზე საიმედო საავტომობილო მარკად ფრანგული Peugeot-ი დასახელდა. მას მოსდევენ Skoda (88), Hyundai (90), Nissan-ი (94), Suzuki (94). ხოლო ბოლო ადგილებზე შემდეგი ხუთეული აღმოჩნდა: BMW (181), Fiat-ი (173), Audi (167), Jaguar-ი(159) და Land Rover-ი(142).
ასევე გამოქვეყნდა რეიტინგი კატეგორიების მიხედვით.
ქალაქის ავტომობილი:
- Volkswagen Up!
- Hyundai i10
- Peugeot 108
პატარა ავტომობილი:
- Peugeot 208
- Hyundai i20
- Ford Fiesta
კომპაქტური ავტომობილი:
- Skoda Octavia
- Seat Leon
- Ford Focus
საშუალო ზომის კროსოვერი:
- Vauxhall Insignia
- Mercedes C-класса
- Volkswagen Passat
დიდი მდიდრული ავტომობილი:
- Mercedes E-класса
- Vauxhall Mokka
- Peugeot 2008
- Nissan Juke
კომპაქტური კროსოვერი:
- Volkswagen Tiguan
- Peugeot 3008
- Honda CR-V
მინივერნი:
- Ford C-Max
- Vauxhall Zafira
- Citroёn C4 Picasso