სტატიები
Published on: 29 June 2015
საღებავით დასვრილი Maserati -ს სალონი და გადარჩენილი ძაღლი
ეს ისტორია მოხდა სამხრეთ ავსტრალიაში, სადაც Maserati -ს მძღოლმა ძაღლთან შეჯახების თავიდან აცილებისას ავტომობილს 90 000 დოლარის ზიანი მიაყენა.
ავტომობილის დაზიანების მიზეზი გახდა უკანა სავარძელზე არსებული საღებავის კოლოფი, რომელიც მკვეთრი მანევრის შედეგად ჰაერში აღმოჩნდა და ავტომობილის სალონი დასვარა. სადაზღვეო კომპანიამ დაუჯერა ამ ისტორიას, თუმცა ზარალი სრულად არ აანაზღაურა და Maserati -ს მფლობელს მხოლოდ 60 000 დოლარი გადაუხადა. ინციდენტის შედეგად არც ძაღლი და არც მძღოლი არ დაშავებულა.