სტატიები

Published on: 29 January 2019

საჭე უნიტაზზე ოთხჯერ ბინძური აღმოჩნდა

ბევრისთვის ავტომობილი მეორე სახლია. მას ვიყენებთ სამსახურში წასასვლელად, ბავბშვების სკოლაში მისაყვანად, მაღაზიიდან პროდუქტების წამოსაღებად და ა.შ. მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი მძღოლი სალონში სისუფთავეს არ ინარჩუნებს.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამერიკელი მძღოლები საჭესთან ყოველწლიურად 17600 წუთს ატარებენ, რაც შვიდ  სტანდარტულ 40 საათიან სამუშაო კვირას უდრის. მძღოლების 20% რეგულარულად იკვებება ავტომობილში. მაგრამ ამასთან ერთად 1000 გამოკითხული მძღოლიდან 32% ასუფთავებს ავტომობილის სალონს წელიწადში ერთხელ. 12%-მა უპასუხა, რომ სალონს საერთოდ არ ასუფთავებს. სავარაუდოდ ეს ადამიანები არასდროს დაფიქრებულან იმაზე, თუ რამდენი მიკრობი არის ავტომობილის სალონში.

საშუალოსტატისტიკურ ავტომობილში 700 სხვადასხვა სახის ბაკტერიაა, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან როგორც საკვებს, რომელსაც სალონში ვიღებთ, ასევე ჩვენს იმუნურ სისტემას. ყველაზე გავრცელებული ბაქტერიერბია სტაფილოკოკები. ისინი იწვევენ მრავალ დაავადებას, ისეთებს, როგორებიცაა საკვებით მოწამვლა და კანის ინფექცია. სხვა ყველაზე ხშირი სტუმარი ჩვენს ავტომობილში პროპიონური ბაქტერიაა, რომლებიც სხვადასხვა ანთებასა და ინფექციას იწვევენ.

შტატების ნაციონალური ბიოტექნოლოგიური ცენტრის მეცნიერებმა გაზომეს ბაქტერიების საშუალო რაოდენომა (KOE) ინტერიერის სხვადასხვა ზედაპირის კვადრატულ სანტიმეტრზე. აღმოჩნდა, რომ საჭის KOE უდრის 629-ს. შედარება, რომ გავაკეთოთ გეტყვით სმარტფონის ამ მაჩვნებლის საშუალო ინდქსი უდრის 100-ს, ლიფტის ღილაკის – 313. ხოლო საერთო მოხმარების ტუალეტების KOE გაგიკვირდებათ და უდრის 172-ს. დიახ, საჭე თითქმის ოთხჯერ ბინძურია ვიდრე უნიტაზი.

თეგები: ,


Back to Top ↑