Published on: 22 May 2015
საავტომობილო ბაზრის მიმოხილვა
2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია სულ 846 386 მსუბუქი ავტომობილი. რეგისტრირებული ავტომობილების თითქმის ნახევარი სედანია (48%). ავტომობილებს შორის თანაბარი რაოდენობით არის წარმოდგენილი ჰეჩბექის ტიპის (16%) და მაღალი გამავლობის ავტომობილები (ე.წ. ჯიპი) (15%).
საქართველოში არსებული ავტოპარკი საკმაოდ მოძველებულია – ავტომობილების უდიდესი ნაწილი (67%) 1999-მდე არის გამოშვებული. 10-15 წლის ავტომობილები ავტოპარკის ერთ მეხუთედს (22%) შეადგენენ, 5-10 წლის მანქანები კი მხოლოდ 7%-ს. შედარებით ახალი ავტომობილების წილი (2010 წლის და უფრო ახალი) ავტოპარკის მხოლოდ 3%-ია.
რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, ბოლო 5 წლის დინამიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მზარდი იყო და 2014-მდე წელიწადში დაახლოებით 22-23%-ით იზრდებოდა.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;