Published on: 18 September 2015
Rolls-Royce Wraith -ი Mansory -ის შესრულებით
იმის მიუხედავად, რომ Rolls-Royce Wraith -ი ითვლება ერთდროულად, როგორც ლუქს კლასის ასევე მძლავრ ავტომობილად, Mansory -მ ეს მოდელი ფრანკფურტის სალონისთვის უფრო დახვეწილი გახადა. საერთო ჯამში გამოვიდა ნამდვილად უნიკალური ექსპონატი, გამორჩვეული გარეგნობითა და ლუქს კლასისთვის უჩვეულო სიმძლავრით.
გერმანელმა ტიუნინგ-ექსპერტებმა შესძლეს 6,6 ლიტრი მოცულობის V12 -ის სიმძლავრე 632 -დან 740 ცხენის ძალამდე გაეზარდათ, ხოლო ბრუნვითი მომენტი 800 -დან 1000 ნმ -მდე.
მნიშვნელოვანი განსხვავება ავტომობილის სტანდარტულ მოდელსა და Mansory -ს ქმნილებას შორის გამოიხატება ავტომობილის დიზაინში. Wraith -ი შეღებეს ღია ლურჯ ფერად. მას დაუყენეს სრულფასოვანი კარბონის ელემენტების კომპლექსი.
ავტომობილს ასევე ამშვენებს 22 დიუმიანი მასიური დისკები Vredestein -ის საბურავებით. Rolls-Royce Wraith შიგნიდანაც შთამბეჭდავად გამოიყურება. ყველა ტყავის ელემენტი შესრულებულია ექსტერიერთან შეხამებულად ლურჯ-შავ ფერებში. ასევე შთამბეჭდავია ავტომობილის ჭერი, რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მოგვაგონებს.