ცნობილები

Published on: 27 February 2015

როგორი ავტომობილები მოსწონს ვახო ბიჭიკაშვილს?

დრაივერი განაგრძობს ინტერვიუებს ცნობილ ადამიანებთან და დღეს გთავაზობთ ინტერვიუს “კომედი შოუ” -ს მსახიობსა და გადაცემა “მახე” -ს წამყვან ვახო ბიჭიკაშვილთან.

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?

ავტომობილს 20 წლიდან ვმართავ, ამჟამად 27 ის ვარ.

D: თქვენი პირველი ავტომობილი?

მერსედესი ML -ი.

D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?

MITSUBISHI PAJERO iO,  მიყვარს ჯიპის ტიპის ავტომობილები.

D: თქვენი ოცნების ავტომობილი?10717736_1540621552892247_300043165_n

მერსედესი ბრაბუსი  😉 .

D: რა საწვავს ასხამთ?

პრემიუმი.

D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?

კი. სიმთვრალეზე სხვათაშორის, კანონის სრული სიმკაცრით, მართვის უფლების შეჩერებით :)))

D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?

ავტომობილი რომ არ მყავდეს ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ როგორც  წყალი და საჭმელი ისე მჭირდება. ავტომობილი ჩემი კარგი მეგობარია.

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

არ ვარ ტიპიური ქართველი მძღოლი, მაგრამ მინდა არ მინდა მეც ხშირად ვიგინები საჭესთან 🙂 .  ისე დაკვირვებული და მშვიდი მძღოლი ვარ 🙂 .

D: გიყვართ სიჩქარე?

სიჩქარე მიყვარს ზომიერად, თუ ავტომობილი ნამდვილად მაძლევს ამის საშუალებას 🙂 .

თეგები: ,


Back to Top ↑