Published on: 27 February 2015
როგორი ავტომობილები მოსწონს ვახო ბიჭიკაშვილს?
დრაივერი განაგრძობს ინტერვიუებს ცნობილ ადამიანებთან და დღეს გთავაზობთ ინტერვიუს “კომედი შოუ” -ს მსახიობსა და გადაცემა “მახე” -ს წამყვან ვახო ბიჭიკაშვილთან.
D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?
ავტომობილს 20 წლიდან ვმართავ, ამჟამად 27 ის ვარ.
D: თქვენი პირველი ავტომობილი?
მერსედესი ML -ი.
D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?
MITSUBISHI PAJERO iO, მიყვარს ჯიპის ტიპის ავტომობილები.
მერსედესი ბრაბუსი 😉 .
D: რა საწვავს ასხამთ?
პრემიუმი.
D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?
კი. სიმთვრალეზე სხვათაშორის, კანონის სრული სიმკაცრით, მართვის უფლების შეჩერებით :)))
D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?
ავტომობილი რომ არ მყავდეს ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ როგორც წყალი და საჭმელი ისე მჭირდება. ავტომობილი ჩემი კარგი მეგობარია.
D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?
არ ვარ ტიპიური ქართველი მძღოლი, მაგრამ მინდა არ მინდა მეც ხშირად ვიგინები საჭესთან 🙂 . ისე დაკვირვებული და მშვიდი მძღოლი ვარ 🙂 .
D: გიყვართ სიჩქარე?
სიჩქარე მიყვარს ზომიერად, თუ ავტომობილი ნამდვილად მაძლევს ამის საშუალებას 🙂 .