Published on: 12 January 2018
როგორ მოვუაროთ აკუმულატორს და აუცილებელია თუ არა მისი შემოწმება ზამთრის მოახლოებისას?
ყველაზე ცუდი სიტუაცია, რაც ზამთრის დღეებში, დილით ცივ ავტომობილში ჩაჯდომისას შეიძლება დაგვხვდეს, ალბათ გასაღების გადატრიალებისას არაფრის მეტყველი ხმის გაგონებაა – ავტომობილი არ იქოქება!
როგორც კი ზამთრის სეზონს ვახსენებთ, ჩვენ, ავტომობილის მძღოლები, პირველ რიგში საბურავების შეცვლაზე ვფიქრობთ. მოკლედ რომ ვთქვათ მზადების პროცესი ხშირ შემთხვევაში ასე გამოიყურება: მოვიდა ზამთარი – გადავაყენეთ ზამთრის საბურავები, დათბა გარეთ – გადმოვაყენეთ ზაფხულის საბურავები, რა თქმა უნდა ეს პროცესი ცივი სეზონის განუყოფელი ნაწილია, თუმცა გამოცდილი მძღოლები ზამთრისათვის ავტომობილის მომზადებას აკუმულატორის შემოწმებით იწყებენ, რადგან აკუმულატორი ავტომობილის ელექტრო სისტემის ერთადერთი კვების წყაროა.
ზამთარში აკუმულატორი რამდენჯერმე უფრო დიდ დატვირთვას იღებს ვიდრე შედარებით თბილ სეზონზე და ხშირად ბევრი ფიქრობს რომ უფრო დიდი ზომის აკუმულატორის შეძენით ამ პრობლემას თავს აარიდებენ თუმცა ეს არასწორია! არ შეიძინოთ იმაზე დიდი ზომის აკუმულატორი, ვიდრე რეკომენდირებულია თქვენი ავტომობილისთვის, ეს გაზრდის დატვირთვას სტარტერსა და გენერატორზე. მანქანის „აკუმულატორის“ მოქმედების ვადა, საშუალოდ, 3-5 წელია. თუ ეს ვადა ამოგვეწურა, უმჯობესია, ახალი შევიძინოთ. ამისთვის გაითვალისწინეთ თქვენი ავტომწარმოებლის რჩევა, რომელ ჯგუფს ანიჭებენ უპირატესობას.
თუ გვსურს, რომ აკუმულატორი მაქსიმალურად დიდხანს გემსახუროთ, ყოველთვის გააკონტროლეთ მისი დამუხტვის დონე. თუკი ხშირად და შორ მანძილზე მგზავრობთ, ამ შემთხვევაში ის ხშირ შემოწმებას არ მოითხოვს, ხოლო, თუკი გარკვეული პერიოდით გიწევთ ავტომობილის გაჩერება.ამ შემთხვევაში აკუმულატორის დამუხტვის შემოწმება აუცილებელია თუნდაც თვეში ერთხელ. შეეცადეთ, აკუმულატორი არასდროს განმუხტოთ სრულად და ბოლომდე, რადგან ეს მისი მუშაობის ეფექტურობაზე უარყოფითად აისახება.
ხარისხიანი აკუმულატორის შეძენა რათქმა უნდა გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ხშირად ახალი აკუმულატორის შეძენას მის დატენვას ვამჯობინებთ, ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველა ტიპის აკუმულატორი განმუხტვის შემთხვევაში შესაბამის ამპერაჟზე დატენვას მოითხოვს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დატენვის დროს, აკუმულატორის შიგნით წარმოიქმნება ჟანგბადის და წყალბადის ნაერთი, რომელიც ფეთქებადი გაზია და თუ გაზის სადინარი გაჭედილია, ერთი ნაპერწალიც კი საკმარისია რომ აკუმულატორი აგვიფეთქდეს. ამიტომ ეს პროცესი აუცილებელია ავტომობილმა სპეციალურ სერვისცენტშრი, სპეციალისტის მეშვეუბით გაიაროს.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ მოგიმზადებიათ სრულად ავტომობილი ზამთრისთვის და არც აკუმულატორი შეგიცვლიათ, სჯობს ახლავე დაიწყოთ მზადება, რადგან ამინდის პროგნოზის მიხედვით წინ კიდევ უფრო სუსხიანი დღეები გველოდება. საახალწლო პერიოდი კი დახუნძლული აქციებითა და ფასდაკლებებით, საუკეთესოა ავტომობილის მოსამზადებლად, 2018 წელს კი ყურადღებას ჯიპიაის ავტოდაზღვევა იქცევს, სადაც შეგიძლიათ დააზღვიოთ ავტომობილი, დაიწყოთ ახალი წელი უშფოთველად და მიიღოთ 1000 ლარის ღირებულების თეგეტა მოტორსის ვაუჩერი საჩუქრად, იმიტომ, რომ ახალ წელს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი ავტომობილიც იმსახურებს საახალწლო საჩუქარს.
რუბრიკის სპონსორია ჯიპიაის ავტოდაზღვევა