სტატიები

Published on: 26 January 2018

როგორ მოვიქცეთ თუ ავტომობილი თოვლში გაიჭედა?

ზამთრის დადგომასთან ერთად, ავტომობილის მეპატრონეები საკმაოდ ბევრ პრობლემას ვაწყდებით, გარდა იმისა რომ ცივი სეზონისთვის ავტომობილი კარგად უნდა მოვამზადოთ, ასევე უნდა მოვარგოთ ჩვენი ტარების მანერა თოვლს და ყინულს, რადგან როგორც გამოცდილი მძღოლები იძახიან, ზამთარში ავტომობილის მართვა სულ სხვა სპორტია. შეიძლება საკმაოდ კარგად ატაროთ მოყინულ საფარზე, გაითვალისწინოთ ყველა გარემო პირობა და სათანადოდ მოამზადოთ ავტომობილი, თუმცა სიტუაცია რადიკალურად იცვლება, როდესაც ავტომობილით თოვლში ვიჭედებით.

ეს შემთხვევა განსაკუთრებით ხშირია დიდ თოვლიან ადგილბეში და თუ თქვენ სამთო-სათხილამურო კურორტის მოყვარული ხართ, აუცილებლად გექნებათ ამ საკითხში გამოცდილბა.

ხშირ შემთხვევაში, როგორც კი ვიგრძნობთ რომ ავტომობილის საბურავები თოვლშია ჩაფლული, პირველ რიგში ვცდილობთ მივცეთ მეტი გაზი, რომ იქნებ რომელიმე მონაკვეთში მოვეჭიდოთ საფარს და ამოვიდეთ თოვლიდან, თუმცა ეს პირველი ყველაზე დიდი შეცდომაა, თუ თქვენ პირველივე გაზის მიცემისას მიხვდებით რომ საბურავი ადგილზე “ბუქსაობს” სასწრაფოდ შეწყვიტეთ! ამით თქვენ თოვლის საფარს უფრო ღრმად თხრით და ამოსვლაც უფრო რთულდება.

პირველი, რაც შეგვიძლია ამ დროს გავაკეთოთ, დავიწყოთ საბურავების ირგვლივ თოვლის მოსუფთავება, მაქსიმალურად შევეცადოდ გავასწოროდ ზედაპირი, ამის შემდეგ კი შეგვიძლია მივეხმაროთ მცირეოდენი გაზით, დავძრათ რამოდენიმე სანტიმეტრით წინ, შემდეგ უკან, თუ მივხვდებით რომ ავტომობილი ოდნავ იძვრის და ადგილზე აღარ დგას, გაიმეორეთ ეს მოძრაობა სანამ საბოლოოდ ამოძვრებით თოვლიდან.

თუ წინ და უკან დაძვრის დროს ავტომობილი კვლავ ადგილზე ბუქსაობს, მაშინ სხვა ხერხს უნდა მივმართოთ, მაგალითან მოვიძიოთ ხის, კარდონის, ან რაიმე მყარი ზედაპირის მასალა, რომელსაც საბურავს ამოუდებთ, ამის შემდეგ ვაძლევთ მცირეოდენ გაზს იმისთვის რომ საბურავი ზედაპირს მოედოს, როგორც კი ვიგრძნობთ მოდებას, შეგვიძლია მოვუმატოთ გაზს და პრობლემაც გადაჭრილია.

არსებობს პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთი გზა. თუ მოცემულ მომენტში მარილი აღმოგაჩნდათ, მოაპნიეთ საბურავების ირგვლივ, ის არამარტო ზრდის მოჭიდებას ზედაპირთან, არამედ ადნობს თოვლს რაც კიდევ უფრო გვიადვილებს საქმეს. თუ ამ არსებული ხერხებიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენეთ მაშინ ისევ მეგობრობა და გვერდში დგომა გვიშველის, რამოდენიმე დამღლელი მიწოლის შემდეგ საბოლოოთ აუცილებლად შეძლებთ თოვლიდან ამოსვლას.

თოვლიდან თავის დაღწევის შემდეგ აუცილებლად გაითვალისწინეთ ერთ მნიშვნელოვანი რამ, ყურადღება მიაქციეთ ავტომობილის მაყუჩს ანუ იგივე “გლუშიტელს”, მასში ხშირად რჩება თოვლი და ილუქება, ამიტომ გამონაბოლქვი რაც გარეთ უნდა გავიდეს შეიძლება ავტომობილის სალონში შემოვიდეს და ჩვენთვის მომწამვლელი აღმოჩნდეს.

თოვლიან ადგილას მოგზაურობის დროს თან იქონიეთ შემდეგი ნივთები: ხელის ნიჩაბი – რომლის შეძენაც ნებისმიერ სამეურნეო თუ სამომხმარებლო მაღაზიაში შეგიძლიაც. მისი დახმარებით მარტივად მოაშორებთ საბურავების ირგვლივ თოვლს, ასევე თან გქონდეთ კარდონის ნაჭერი, რომელსაც თოვლში ჩაფლვის შემთხვევაში ავტომობილს საბურავის ქვეშ ჩავუდებთ და ე.წ დანგრატი, რაც უკიდურეს შემთხვევაში ავტომობილის ჩაფლული საბურავის ამოწევაში დაგეხმარებათ.

თუმცა, ეს ყველაფერი თითქმის შეუძლებელი ხდება თუ ჩვენს ავტომობილს შესაბამისი ზამთრის საბურავები არ აცვია, ამიტომ სანამ თოვლიან მოგზაურობას შეუდგებით პირველ რიგში თქვენს ავტომობილს ზამთრის ფეხსაცმელი შეურჩიეთ. ამ საკითხის გადაჭრაში კი ჯიპიაის ავტოდაზღვევა დაგეხმარებათ. იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია ძალიან გართულდა, თქვენს დაზღვეულ ავტომობილს ავტოასისტენტი მოემსახურება და სანერვიულოსაც არაფერს დაგიტოვებთ.

 

რუბრიკის სპონსორია ჯიპიაის ავტოდაზღვევა

 

თეგები: , ,


Back to Top ↑