Published on: 28 November 2017
როგორ “გამოვძვრეთ იაფად”, ავტოდაზღვევის გარეშე?!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, აშშ-სგან განსხვავებით, ავტომფლობელს კანონი არ ავალდებულებს მანქანის დაზღვევას, ავტოდაზღვევაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. ამის ფონზე, ზოგისთვის მაინც ბუნდოვანია, რატომ იხდის ან რატომ უნდა იხადოს თვიდან თვემდე გარკვეული თანხა მანქანის დაზღვევაში და ამ ხარჯისგან თავის არიდებას სხვადასხვა არგუმენტით ასაბუთებს.
“კარგი მძღოლი ვარ”
დიახ, თქვენ კარგად ფლობთ საჭეს. ხართ ფრთხილი, ყურადღებიანი მძღოლი. სრულად აკონტროლებთ სიტუაციას, არ მიდიხართ გაუაზრებელ რისკზე, შესაბამისად, თვლით, რომ დაზღვევის ხარჯი უბრალოდ, არ გჭირდებათ. დიახ, ეს არგუმენტია.
“ავტოდაზღვევა ფუფუნებაა”
მანქანის დაზღვევა მათთვისაა, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს და შეუძლია ამის უფლება მისცეს საკუთარ თავს? – ესეც არგუმენტია.
“მაქვს ავტოდაზღვევა,
თანხას ვიხდი ყოველთვიურად, მაგრამ არ მისარგებლია, იქნებ, არც მჭირდება?!” – ჰმ, პრინციპში, ესეც არგუმენტია.
“დაზღვევის გარეშეც იაფად გამოვალ”
რატომაც არა, თუ გყავთ მეგობარი “ელექტრიკი”, “მოტორისტი”, “ჟეშტიანჩიკი” ან “ხადავიკი”, რომელიც უფასოდ ან ძალიან იაფად შეგიმოწმებთ ან შეგიკეთებთ მანქანას, – ამ არგუმენტსაც აქვს არსებობის უფლება.
“ეს მე არ დამემართება!”
კეთილი. ჩვენ გვჯერა, რომ იღბლიანი ხართ და ასეთი რამ არ მოგივათ.
ასეთი დასაბუთება ალბათ ბევრს მოგვისმენია, თუმცა არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც მძღოლზე არ არის ხოლმე დამოკიდებული, რადგან შეიძლება კარგად ფლობდეთ საჭეს და სხვა დაუდევარი მძღოლი გიქმნიდეთ საფრთხეს; შეიძლება გყავდეთ მეგობარი “ხადავიკი”, მაგრამ ავტომობილის ნაწილები მაინც საკმაოდ ძვირი ჯდება, არც იღბალზე მინდობა ჭრის ყოველთვის. ამდენად, ღირს თუ არა “იაფად გამოძრომის” სურვილით საკუთარი მანქანისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება, თავად გადაწყვიტეთ.
ყველა მძღოლს სჭირდება უსაფრთხოების განცდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ზარალი აუნაზღაურდება იმის მიუხედავად, მისი ბრალი იყო თუ სხვა მძღოლის, ავტომობილის რეგულარული პროფილაქტიკა და ა.შ.
არის თუ არა ავტოდაზღვევა ფუფუნება?
სამწუხაროდ, ზოგჯერ, ეს კითხვა ავტომფლობელებს მაშინ უჩნდებათ, როდესაც უკვე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მანქანის აღდგენა კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამასთან, მანქანის დაზღვევა ფუფუნებად ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს, თუ გავითვალისწინებთ, იმას რომ თიბისი დაზღვევის სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიების 77%-ს ყოფნის 5 000 ლარი, ხოლო 91%-ს – 10 000 ლარი. თუ მოვიშველიებთ 2016 წლის ავტოავარიების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს, 6 939 რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევისას 9 951 ადამიანი დაშავდა, თვის მანძილზე 30-40 ლარი დაზღვევისთვის არ არის შემაშფოთებელი თანხა.
ავტოდაზღვევის პაკეტი (D1), რომელიც 5 000 ან 10 000 ლარიან ანაზღაურებას უზრუნველყოფს, გაზღვევთ ავტოავარიისგანაც და თქვენს მიერ დაზიანებული ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯებსაც გინაზღაურებთ.
დღესდღეობით, საქართველოში ავტოდაზღვევის შეძენა საკმაოდ გამარტივებულია, მძღოლებს, რომლებსაც ჰყავთ 2000 წლის შემდეგ წარმოებული ავტომობილი, თიბისი დაზღვევასთან თანამშრომლობა, თიბისი დაზღვევისა და თიბისი ბანკის ფილიალების გარდა, ფეისბუქის მესინჯერით, ჩატიდან გაუსვლელად, ბოტის დახმარებითაც შეუძლიათ. ბი ბოტი ავტომატურად პასუხობს ჩვენს კითხვებს და შეძენაშიც გვეხმარება.