სტატიები

Published on: 19 January 2018

როგორ დავზოგოთ თანხა საბურავების შეძენისას?

ახალი საბურავის ყიდვის საჭიროებასთან ერთად ხშირ შემთხვევაში მეორად საბურავებზე ვიწყებთ ფიქრს, ამისთვის კი ნამდვილად გვაქვს საპატიო მიზეზი, მეორადი საბურავები ახლებთან შედარებით ორჯერ, სამჯერ ან ხშირად ოთხჯერ უფრო იაფია და თუ გაგვიმართლა და კარგი პროტექტორიანი საბურავი ამ ფასად აღმოვაჩინეთ, მაშინ პრობლემაც გადაჭრილია. ახლა კი მინდა იმედი გაგიცრუოთ და გითხრად ის სიმართლე რაც მეორედ საბურავსა და მის მიმზიდველ ფასს მიღმა იმალება.

თქვენ შეიძლება ნამდვილად იპოვოთ მეორადი, კარგად შენახული და კარგად მოვლილი საბურავი (როგორც ამას მისი გამყიდვლები გვარწმუნებენ), თუმცა საბურავის ვარგისიანობას მხოლოდ მისი პროტექტორი არ ზომავს. ყველა საბურავს აქვს ვარგისიანობის დრო. საბურავი დროთა განმავლობაში, შრება და ხარისხს კარგავს,  რეზინი კი ამ დროს ადვილად ზიანდება და ცვდება. სხვადასხვა კომპანიის საბურავის ვარგისიანობის დრო განსხვავებულია და 4-დან 9-10 წლამდე მერყეობს. ამის მიუხედავად სასურველია ,რომ 4 წლის შემდეგ, საბურავი დაკვირვებით  შევამოწმოთ,რადგან რაც არ უნდა კარგი იყოს პროტექტორი, საბურავი 5-6 წლის შემდეგ გამოუსადეგარი ხდება.

ახლა რაც შეეხება მეორად საბურავებს,  ყიდვის დროს ჩვენ მის ასაკს ნაკლებად ვითვალისწინებთ, და მეტიც, ზოგმა საერთოდაც არ იცის როგორ გავიგოთ საბურავის წლოვანება, მაშ ასე:  საბურავის ასაკი ე.წ. DOT-ნომრით ისაზღვრება,

რომელიც ყველა საბურავს აწერია. თანამედროვე საბურავების შემთხვევაში ეს არის ბოლო ოთხნიშნა კოდი, სადაც პირველი ორი ციფრი მიგვანიშნებს, წლის რომელ კვირაშია ეს საბურავი გამოშვებული, მეორე ორი ციფრი კი გამოშვების წელს აღნიშნავს. მაგალითად, ფოტოზე ვხედავთ “3909“ ნიშნავს, რომ საბურავი 2009 წლის 39-ე კვირაშია გამოშვებული.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, შეიძლება მივაგნოთ მეორად საბურავს რომელსაც კარგი პროტექტორი აქვს და მისი გამოშვებიდან 5 წელი სულაც არ არის გასული, მაგრამ არსებობს კიდევ უამრავი ფაქტორი, მაგალითად თქვენ არ იცით როგორ იყენებდა და უფრთხილდებოდა მას წინა მფლობელი,  შეიძლება ის პარკინგის დროს, საბურავს „ბორდიულთან“ მჭიდროდ მიდებულს ტოვებდა,ხშირად ურტყავდა ორმოებში, ან სულაც არ ბერავდა საკმარის წნევაზე, ეს დეფექტები გარედან შეუმჩნეველია მაგრამ საგრძნობლად აზიანებს საბურავის შიდა კარკასს.
მოკლედ რომ ვთქვათ, საბურავებზე ფულის დაზოგვას ნამდვილად არ გირჩევდით, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება თქვენს უსაფრთხო გადაადგილებას.

მეორადი საბურავების შეძენისგან თავის არიდებას უამრავი ავტოექსპერტი და კომპანია მოგვიწოდებს. ჯიპიაის ავტოდაზღვევა, სწორედ ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად და ფულის დასაზოგად გვთავაზობს პირობებს, რომლის შეძენის შემთხვევაშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ თეგეტა მოტორსის 1000 ლარიანი ვაუჩერით, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შეცვალოთ საბურავები და ისარგებლოთ თქვენთვის საჭირო ავტოსერვისით.

ხოლო როდესაც საბურავების შერჩევის პროცესზე გადახვალთ, გაითვალისწინეთ შემდეგი კრიტერიუმები: თუ თოვლით დაფარულ უსწორმასწორო გზებზე გიწევთ სიარული, აირჩიეთ საბურავი, რომლის პროტექტორის სიღრმე 10 მილიმეტრამდეა. შერეული პირობებისთვის, 7-8 მილიმეტრია რეკომენდირებული, ხოლო მსუბუქი ზამთრის პირობებში, მაგალითად თბილისის ქუჩებში სასიარულოდ 6-7 მილიმეტრი სრულიად საკმარისია. ასეთი საბურავები მაღალი სიჩქარით მოძრაობასაც უზრუნველყოფს და ნაკლებად ხმაურიანიცაა. თუმცა,თოვლის ან მოყინული ზედაპირის დროს ნუ გაუთამამდებით, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და სვლა სტაბილური ტემით და ნაკლები მანევრით განაგრძეთ.

 

რუბრიკის სპონსორია ჯიპიაის ავტოდაზღვევა

თეგები: , , ,


Back to Top ↑