ვიდეო

Published on: 13 March 2017

როგორ არ უნდა მართო მანქანა! – ახალგაზრდების გზავნილი ქართველ მძღოლებს

ავტომობილის დაძვრისთვის, დაახლოებით, 3-4 წამია საჭირო. თუმცა, ამას მძღოლების გარკვეული ნაწილი არ ითვალისწინებს და შუქნიშნის წითელ ნიშანზე მის წინ გაჩერებულ მანქანას მოუთმენლად უსიგნალებს. რამდენიმე მეგობრისთვის ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ინსპირაციად იქცა. მათ გადაწყვიტეს, გადაეღოთ ვიდეორგოლი, რომელიც ასახავდა, თუ როგორ არ უნდა მართო მანქანა. ამ აქტივობით, ახალგაზრდები შეუერთდნენ პროექტს “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის”. ჩანაფიქრი შსს-ს PR სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.  ვიდეორგოლის რეჟისურა და მონტაჟი იდეის ავტორმა მიხელმა ხუხუნაიშვილმა საკუთარ თავზე აიღო. ოპერატორი: სანდრო მარგველაშვილი. მუსიკალური გაფორმება: ზვიად გვილავა.

 

წყარო: Marketer.ge

თეგები: , , ,


Back to Top ↑