სტატიები

Published on: 12 October 2015

Rinspeed -მა ავტოპილოტის მქონე სპორტქარი შეიმუშავა

შვეიცარიული კომპანია Rinspeed -ი, რომელიც უკვე მრავალი წელია გვახარებს სხვადასხვა სუპერკონცეპტებით, კიდევ ერთ პროექტს გვთავაზობს – საუბარია ორკარა Etos -ზე. ეს არის უპილოტო სპორტქარი საკუთარი დრონითა და ასაფრენ-დასაფრენი მოედნით – დამაინტრიგებელია არა?

უფრო სწორად, რომ ვთქვათ Etos -ი პილოტირებადიც შეიძლება იყოს. ვგულისხმობთ იმას, რომ მას აქვს საჭე და ყველა საჭირო დეტალი ამისთვის. კონცეპტი აღჭურვილია Harman -ის მულტიმედიური სისტემით. ავტომობილში ჩამონტაჟებული მონიტორების საშუალებით ალბათ შესაძლებელი იქნება დრონის მართვა.

დავამატებთ იმას , რომ Etos -ი მიიღებს ჰიბრიდულ ძალურ აგრეგატს და გახდება Rinspeed -ის პირველი მოდელი, რომლის დებიუტიც შვეიცარიის ფარგლებს გარეთ გაიმართება. დიდი მოუთმენლობით ველოდებით სრულ რელიზს.

9ac1073aa2729eeb4189c7eb08

თეგები: , , , ,


Back to Top ↑