სტატიები

Published on: 02 February 2017

Renault Trezor -ი პარიზში საუკეთესოდ დაასახელეს

პარიზში 32-ე საერთაშორისო საავტომობილო ფესტივალი გაიამრთა. ჩვენ არ ვიცით რა კრიტერიუმებით, მაგრამ ადგილობრივმა ჟიურიმ 2016 წლის ყველაზე ლამაზ კონცეპტ ქარად Renault Trezor -ი დაასახელა. მასთან ერთად ამ ტიტულზე წარდგენილნი იყვნენ:  პროტოტიპი Jaguar I-Pace, წარმოებისთვის თითქმის მზად მყოფი Aston Martin RB001 და კონცეპტი DS E-Tense.

Trezor -ის დებიუტი გასული წლის შემოდგომაზე პარიზის ავტოსალონში მოხდა. მის სალონში “შესაღწევად”   ავტომობილის თითქმის მთლიანი ზედა ნაწილის “ახსნა” მოგიწევთ, მათ შორის საქარე მინისაც. კონცეპტი აღჭურვილია 350 ცხ.ძ. -ის მქონე ელექტრო ძრავით, რომელიც მას საშუალებას აძლევს 0-100 კმ/სთ 4 წმ -ში განავითაროს. ეს Renault -ი ასევე აღჭურვილია ავტომატური მართვის სისტემითაც.

თეგები: , , ,


Back to Top ↑