Published on: 19 October 2014
Renault -ი Logan -ის სპორტულ ვერსიას ტესტავს
Renault Logan -ის სპორტული ვერსიის წინა სერიული ვარიანტი შემჩნეული იქნა ტესტირებისას. ჩვეულებრივი Renault Logan-ისგან ახალი მოდელი განსხვავდება რადრიატორის ჩარჩოს ზომით, გაძლიერებული სამუხრუჭე მექანიზმითა და შეცვლილი გამოსაბოლქვი სისტემის კონფუგურაციით. სპორტული Logan-ის კაპოტ ქვეშ რა იქნება ჯერ-ჯერობით უცნობია.
Renault Logan ის თანამედროვე სტანდარტული ვერსია აღჭურვილია 5 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფითა და 1.6 ლიტრიანი ძრავის ორი ვერსიით – 82 და 102 ცხენის ძალებით.
Renault Logan -ის ახალი თაობა წარმოდგენილი იქნა გასულ წელს. ავტომობილი გარეგნულად მთლიანად შეიცვალა. გაუმჯობესდა სალონის დეტალების მატერიალები და საგრძნობლად გაიზარდა ადგილი.
გთავაზობთ Renault Logan ის სპორტული ვერსიის სურათებს: