Published on: 03 September 2015
Renault -მა კონცეპტი Alaskan -ი გაასაჯაროვა
Renault -მა თავის ისტორიაში პირველად წარმოადგინა საშუალო ზომის პიკაპი. კონცეპტი Alaskan -ი აწყობილია ახალი Navara -ს ბაზაზე. Renault -ში გვპირდებიან, რომ მისი წარმოება დაიწყება 2016 წლის პირველ კვარტალში. სავარაუდოდ ახალი მოდელი არ აღიჭურვება 21 დიუმიანი დისკებით. უკანა ხედვის კამერებს ჩაანაცვლებენ სარკეები, ხოლო შუქდიოდებს სავარაუდოდ რესტაილინგისთვის შემოინახავენ.
პიკაპში ადვილად შეიძლება მოთავსდეს რამოდენიმე ველოსიპედი, სერფინგის დაფა და სხვა. არ გყოფნის ადგილი? არც ესაა პრობლემა, ხელმისაწვდომი იქნება კუზაოს რამოდენიმე ვარიანტი. ავტომობილს მოძრაობაში მოიყვანს 4 ცილინდრიანი 2 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავა. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, თუ რა ფასად შემოგვთავაზებენ ფრანგები ავტომობილს.