Published on: 04 March 2015
Renault Kadjar -ი ფართო პუბლიკის წინაშე გამოვიდა
წარმოგიდგენთ Renault Kadjar -ს რომლის ცოცხალი დებიუტიც შედგა ჟენევის ავტოსალონში. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულის დასაწყისიდან მოდელი ყველაზე მომგებიანი უნდა იყოს მათთვის.
შეგახსენებთ, რომ Kadjar -ი აწყობილია CMF პლატფორმაზე და ზომებში Qashaqi -ს ცოტათი აღემატება . კროსოვერი აღიჭურვება ორი დიზელის ძრავით, რომელთა სიმძლავრეც იქნება 108 და 128 ცხენის ძალები, ასევე 128 ცხენის ძალის მქონე ბენზინის ძრავით. მყიდველთათვის ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება EDC -ს, როგორც ავტომატური ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფებით. პარამეტრების ფართო სია შეიცავს TomTom -ის ნავიგაციას, სრულფასოვან საინფორმაციო-გასართობ სისტემას, გაფრთხილებას “ბრმა ზონები”-სა და გზიდან გადასვლის შესახებ, ასევე მრავალ სხვას. მაშ ასე დაველოდოთ კომპლეკტაციას და ავტომობილის ფასებს.