სტატიები
Published on: 04 December 2017
Renault -ის სახალისო ვიდეორგოლი – ზოოპარკიდან “პაემანზე” KWID-ით გაქცეული გორილა
ზოოპარკიდან გორილა გაიქცა, თანაც ახალი Renault KWID-ით და ლამაზ გოგონასთან ერთად. ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის ახალი სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი სპეციალურად ბოლო მოდელისთვის სააგენტო Neogama-მ მოამზადა. მოხიბლული გორილა ავტომობილს მშვენივრად მართავს და მისი მანევრირების შესაძლებლობის დემონსტრირებას კუდში დადევნებული ზოოპარკის თანამშრომლებისგან გაქცევით ძალიან კარგად ახერხებს. თუმცა, უჩვეულო პაემანი არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდება.