Published on: 10 June 2015
Renault Duster -ი ორმაგი კაბინის მქონე პიკაპი გახდება
გასულ წელს ნაჩვენები კონცეპტი Renault Oroch -ი სერიულ მოდელად იქცევა. Renault -მა საბაზრო ვერსიის პიკაპის ტიზერები გამოაქვეყნა და ასევე დაასახელა პრემიერის თარიღი. რელიზი გაიმართება 18 ივნისს ბუენოს-აირესის ავტოშოუზე.
შეგახსენებთ, რომ “დასტერს” უკვე აქვს პიკაპის ვერსია, რომელიც Dacia -ს ბრენდის ქვეშ არის გამოშვებული. ავტომობილი გამოსულია მხოლოდ 500 ეგზემპლარში, ორმაგი კაბინითა და 1,7 მეტრი სიგრძის სატვირთო სივრცით. მოსალოდნელია, რომ მომავალი Oroch -ი უფრო პრაქტიკული იქნება.
Renault -ში ირწმუნებიან, რომ სალონში მოთავსდება 5 ადამიანი და სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნება საბარგულის მოცულობა. სხვა დეტალებს ჯერ-ჯერობით კომპანია არ ამხელს. დაველოდოთ 18 ივნისს და გავიგოთ უფრო მეტი ავტომობილზე.