Published on: 03 January 2018
რატომ გვჭირდება მანქანის ზამთრისთვის მომზადება და როგორ დავზოგოთ თანხა, როცა ავტომობილი “ცივი სეზონის რეჟიმზე” გადაგვყავს?
ადამიანებს ზამთრის ხსენებაზე სხვადასხვა ასოციაციები უჩნდებათ, ბევრისთვის ის ახალ წელთან და არდადეგებთან ასოცირდება, ზოგისთვის ბუხართან და ცხელ ფინჯან ჩაისთან, მაგრამ არა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ავტომობილი გვყავს. ჩვენ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ავტომატურად ვიწყებთ ავტომობილზე ფიქრს, რადგან ყველაზე ნაკლებად, რაც ამ დროს გვჭირდება, ეს უტრანსპორტოდ დარჩენა და სუსხიან ამინდში ევაკუატორის ლოდინია.
სწორედ ამიტომ აუცილებელია დავიმახსოვროთ 3 ოქროს სიტყვა: საბურავი, ანტიფრიზი, ბატარეა.
შაკო ციხელაშვილი – პროფესიონალი მრბოლელი ფორმულა ალფას კლასში
სრულიად ვეთანხმები 3 ოქროს სიტყვის პრინციპს. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა შევცვალოთ საბურავები. ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს შორის დიდი სხვაობაა და არა, ყველა სეზონის საბურავი ზამთარში საკმარისი არაა! შესაძლოა, მძღოლმა იფიქროს, რომ მისი ზაფხულის საბურავის პროტექტორი კარგ მდგომარეობაშია ან „ამ ზამთარსაც გადამაგორებინებს“, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ზამთარში, ზაფხულის საბურავების გამოყენება სახიფათოა. ზაფხულის საბურავში ნაკლებია რეზინის შემცველობა, შესაბამისად, ის უფრო ხისტია და მეტად ცურავს. რაც შეეხება ზამთრის საბურავებს, აქ რეზინის შემცველობა მაღალია, რის გამოც ის უკეთესად ეჭიდება მოყინულ ზედაპირს. მესმის, რომ ეს არ არის მცირე თანხებთან დაკავშირებული, მაგრამ დამიჯერეთ, თუ გსურთ თანხის დაზოგვა, სჯობს ერთხელ შეიძინოთ ხარისხიანი ზამთრის საბურავები, რომელსაც სეზონის დასრულებისას საწყობში მოათავსებთ და კიდევ რამოდენიმე სეზონი უპრობლემოდ გამოგადგებათ.
მევლუდ მელაძე – მრბოლელი, ავტოექსპერტი
ზამთრის სეზონის ხსენებაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ანტიფრიზზე, რომელის დანიშნულებაც უნივერსალურია. ზაფხულში მისი დახმარებით ავტომობილი დუღილსაც უფრო მეტს უძლებს, გარდა ამისა ანტიფრიზში არსებული ნივთიერებები ხელს უშლის ჟანგვას და შესაბამისად სარქველებიც არ ილუქება. თუმცა მის აუცილებლობას ყველაზე კარგად მაინც ზამთარში ვხედავთ.
თუ ავტომობილში არ გვისხია ანტიფრიზი გაგრილების სისტემა ვერ გაუძლებს ყინვას და მასში არსებული წყლის გაყინვა, მის გასკდომას გამოიწვევს. როგორც წესი ანტიფრიზი 3 წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გამოიცვალოს. საქართველოში, როდესაც ძირითადი მოთხოვნა მეორად ავტომობილებზეა, აუცილებელია რომ ყიდვისთანავე შევცვალოთ ანტიფრიზი, რადგან არანაირი ნიშნული და ინფორმაცია არ არსებობს იმსათან დაკავშირებით თუ როდის მოხდა მისი შეცვლა.
თუ გვსურს თანხის დაზოგვა, შეგიძლიათ შეამოწმოთ ანტიფრიზის რაოდენობა და ნაკლებობის შემთხვევაში უბრალოდ დაამატოთ.
ბაჩო წულაია – სერვისცენტრ F1 MOTORS -ის ელექტროობის მთავარი სპეციალისტი
ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, საკმაოდ ხშირია ავტომობილის დაქოქვის პრობლემაც. შეამოწმეთ “აკუმულატორი”, რადგან ზამთარში ის რამდენჯერმე უფრო დიდ დატვირთვას იღებს ვიდრე შედარებით თბილ სეზონზე.
მანქანის „აკუმულატორის“ მოქმედების ვადა, საშუალოდ, 3-5 წელია. თუმცა, თუ ჯერჯერობით ვერ ახერხებთ ახალი აკუმულატორის შეძენას, აუცილებლად იქონიეთ თან გადამყვანი ანუ ეგრეთ წოდებული „პერემიჩკები“, რადგან არავინ იცის რა სიტუაციაში შეიძლება გვიმტყუვნოს ავტომობილმა, გადამყვანის დახმარებით კი გვერდით მყოფი ნებისმიერი მძოლი შეძლებს თქვენს დახმარებას.
თუ ექსპერტებს დავუჯერებთ და დროულად მივხედავთ ავტომობილს, ზამთარსაც მარტივად გავუმკლავდებით. იმისათვის რომ დავზოგოთ დრო და თანხა, ავტოდაზღვევა საუკეთესო გამოსავალია, მითუმეტეს ზამთარში, როდესაც ამდენი გაუთვალისწინებელი ხარჯი შეიძლება დაგვატყდეს თავს. ამ წელს კი ჯიპიაი ავტოდაზღვევა ყველაზე მოსახერხებელ დაზღვევას გვთავაზობს, საჩუქრად კი 1000 ლარის ღირებულების თეგეტა მოტორსის ვაუჩერს, რომლის გამოყენებითაც თავისუფლად შეგვიძლია ავტომობილის ამ 3 ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ზრუნვა.
რუბრიკის სპონსორია ჯიპიაის ავტოდაზღვევა