Published on: 05 March 2015
რატი დურგლიშვილი: “ჩემი თავი სისწრაფეზე მეტად მიყვარს”.
დრაივერის შემდეგი რესპოდენტი გახლავთ ყველასთვის კარგად ნაცნობი მომღერალი რატი დურგლიშვილი. წარმოგიდგენთ ინტერვიუს მასთან.
D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?
ავტომობილს 18 წლიდან ვმართავ.
D: თქვენი პირველი ავტომობილი?
ჩემი პირველი ავტომობილი Opel Omega b იყო.
D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?
ამჟამად მყავს Mercedes CL -ი.
D: თქვენი ოცნების ავტომობილი?
ოცნების ავტომობილი არმყავს, მაგრამ ვისურვებდი Aston Martin -ს, Bentley -ს ან Rolls Royce C0upe -ს.
D: რა საწვავს ასხამთ?
პრემიუმს.
D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?
ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი.
D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?
სხვების აზრს თუ გავითვალისწინებთ, ამბობენ ყველაზე გარანტირებულად და აუღელვებლად ვმგზავრობთო. ყველას ძალიან უყვარს ჩემთან მგზავრობა.
D: გიყვართ სიჩქარე?
სისწრაფეს კარგი არაფერი მოაქვს, ჩემი თავი სისწრაფეზე მეტად მიყვარს, ასე რომ ზომიერად :).