სტატიები

Published on: 29 January 2018

რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სწორად შერჩეული ზეთი ავტომობილის ძრავისთვის

 

ზამთრის მოახლოებისას, ყველა სხვა დანარჩენ სამზადისთნ ერთად, ძრავში ზეთის შეცვლაც არ დაგავიწყდეთ, რადგან ძრავის ზეთს ავტომობილის სიცოცხლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,ზეთს პირველ რიგში ირჩევენ ძრავის და გარემოს ტემპერატურის გათვალისწინებით. არსებობს მინერალური, ნახევრად სინთეტიკური და სრული სინთეტიკური ზეთები. მაგალითად წინა თაობის ავტომობილის ძრავები ძირითადად მინერალურ ზეთს მოიხმარენ, დღესდღეობით კი თანამედროვე ავტომობილების მწარმოებლები სრულ სინთეტიკურ ზეთს ანიჭებენ უპირატესობას.

თუ თქვენს ავტომობილს აღენიშნება ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ძრავში ხმაურის მომატება, საწვავის წვის მომატება ან ძრავის სრული გაჭედვა, მაშინ იცოდეთ რომ გამომწვევი მიზეზი არასწორად შერჩეული ძრავის ზეთია.

ზეთის შერჩევისას აუცილებელია მარკის, გარბენის და ძრავის მდგომარეობის, ასევე ტურბინის არსებობის ან არ არსებობის და საწვავის ტიპის გათვალისწინება. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ მანქანის ექსპლუატაციის პირობებს და წელიწადის დროს. ნორმალურ პირობებში, ზეთის გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 10 000 კმ გარბენზე.

სხვადასხვა მარკის ავტომობილები განსხვავებულ ზეთს საჭიროებენ, მაგალითად, სუბარუსთვის და ჰონდასთვის, ზოგიერთი რეკომენდაციის მიხედვით, მინერალური ზეთის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ყოველ შემთხვევაში, მანქანის ზეთი უნდა გამოიცვალოს მწარმოებლის მიერ მითითებული სიხშირით, ვინაიდან წარმოქმნილი წვის პროდუქტები ძრავას თანდათანობით აზიანებს. უმჯობესია ცნობილი მწარმოებლების ზეთის ჩასხმა. ამ შემთხვევაში მისი ფალსიფიცირების შესაძლებლობა უფრო ნაკლებია. ასევე ზეთის შეძენისას დარწმუნდით, რომ ზეთის სიბლანტე ემთხვევა თქვენს ძრავას. მაგალითად თუ თქვენ ავტომობილს ესაჭიროება 5W-30 ზეთი და თქვენ შეცდომით ჩაასხით 5W-20 ზეთს, ამით დიდ ზიანს მიაყენებთ ძრავს.

ხშირად გაგიგიათ გამოთქმა: “ჩემი მანქანა ზეთს ჭამს” ან “ზეთს იპარავს” , ეს ავტომობილის არასწორი ექსპლუატაციის დროს ხდება, მაგალითად როგორიცაა დაბალი ხარისხის საწვავის მოხმარება, ცივ ძრავაზე ბრუნვათა მაღალ რიცხვზე დიდხანს მუშაობა. ზეთის „ჭამას” იწვევს გაგრილების სისტემის გაუმართაობაც. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მფლობელის დაუდევრობაა. ავტომობილს პერიოდულად სჭირდება ე.წ „სალნიკებზე” ყურადღების მიქცევა და შეცვლა. მაგალითად, ძრავის ქვედა ნაწილის სახურავის “კარტერის პრაკლატკის” გაუმართაობის გამო ზეთი, უბრალოდ, იღვრება.

თუმცა მხოლოდ ზეთის შეცვლა არ არის საკმარისი, ასევე, მნიშვნელოვანია ზეთის ფილტრის დროული შეცვლა. ზეთის ფილტრი როგორც კი რეკომენდებულ გარბენს გადააჭარბებს და ეს  როგორც წესი, 8-დან 10 ათას კილომეტრამდეა, ის უფუნქციო ხდება. გაჭედილი ზეთის ფილტრით კი , ზეთი გაუფილტრავად ცირკულირებს ძრავაში, რაც ინტენსიურ ცვეთას იწვევს. ასევე ჩვენი მტვრიანი ქალაქისა და გარემოს პირობებში, ზეთის ფილტრთან ერთად არ დაგავიწყდეთ ჰაერის ფილტრის გამოცვლა.

თქვენი ავტომობილისთვის ყველა ამ გამოსაჯანმრთელებელი პროცედურის გავლა დღეს საკმაოდ მარტივია, რადგან ჯიპიაის ავტოდაზღვევა თქვენი ავტომობილის მკურნალობას გთავაზობთ. იმისათვის რომ დავზოგოთ დრო და თანხა, ავტოდაზღვევა საუკეთესო გამოსავალია, მითუმეტეს ზამთარში, როდესაც ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი შეიძლება დაგვატყდეს თავს.

 

რუბრიკის სპონსორია ჯიპიაის ავტოდაზღვევა

თეგები: , ,


Back to Top ↑