სტატიები

Published on: 22 January 2018

რამდენად იზრდება მანქანის დაზღვევის საჭიროება ზამთარში?

პირველი ასოციაცია რასაც სიტყვა ავტოდაზღვევა იწვევს, სიმშვიდე და უსაფრთხოებაა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დაზღვევა ბევრი ჩვენგანისთვის საკმაოდ ძვირ ფუფუნებასთან ასოცირდება, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რამდენი თანხის გადახდა მოგიწევთ იმ შემთხვევაში თუ ავტოდაზღვევა არ გექნებათ.

ზოგადად მსოფლიო სტატისტიკას რომ გადავხედოთ ამერიკაში ავტომობილების 80% დაზღვეულია, ევროპაში მძღოლების  70%-75%-ს ყავს ავტომობილი დაზღვეული და ახლა მოდის საქართველო, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების ნამდვილი ლიდერია, სადაც ვფიქრობთ რომ “უფ, მე არაფერი მომივა“ და მხოლოდ 4% აზღვევს ავტომობილს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეს „უფ, მე არაფერი მომივა“ მაინც ხდება, და ამ დროს თავს დამტყდარი ფინანსური შეტევა საკმაოდ რთული გადასატანია იმ მინიმალურ თანხასთან შედარებით, რომელიც ამ ყველაფერს სულ რამოდენიმე წუთში აგვარიდებდა თავიდან.

საშუალოდ ავტოდაზღვევის სტანდარტული პაკეტი, ავტომობილის  ღირებულების 2.5%-იდან იწყება, 1000 ლარამდე ზარალი ადგილზევე ანაზღაურდება, ასევე საბურავის დაშვების, საწვავის დამთავრების და ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში, ვსარგებლობთ ავტოასისტანსის მომსახურებით.

მოდით არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ქალაქში სადაც ავტომობილით გადაადგილება შეიძლება შევადაროთ ბრძოლას გადარჩენისთვის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აქ მძღოლების უმეტესობამ არ იცის იმ ჯადოსნური მოწყობილობის შესახებ, რომელიც საჭის ქვეშ იმალება, რომლის გამოყენებითაც სხვებს ჩვენი გადაადგილების ტრაექტორია წინასწარ შეგვიძლია ვამცნოთ და რომელსაც ე.წ “პავაროტნიკს“ ვეძახით. თან ამ ყველაფერს ემატება ცივი სეზონი, თოვლიანი და მოყინული საფარი, სადაც არამარტო „პავაროტნიკის“ არსებობა ავიწყდებათ, არამედ სამუხრუჭე მანძილის გაზრდაც და ამ დროს, მცირე ბიძგი ავტომობილის უკანა მხარეს თითქმის არავისთვისაა უცხო. ჩვენ ავტოდაზღვევაზე ფიქრს ხშირ შემთხვევაში შეჯახების და ზარალის შემდეგ ვიწყებთ, როდესაც უშუალოდ ფაქტის წინაშე ვდგებით და სწორედ მაშინ ვაანალიზებთ მის სარგებელს, ეკონომიურობას.

კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც თავს ვიკავებთ ავტოდაზღვევისგან არის დრო და პროცესი რომელიც მის გააქტიურებას უნდა, ბევრისთვის ხანგრძლივი და გაუგებარია, ბევრს ეზარება, ზოგი დროს ვერ გამონახავს, ზოგი ფიქრობს ორშაბათს დავაზღვევ და საბოლოოდ დაზღვევის გარეშე გვემართება ისევ „უფ, მე არაფერი მომივა“ , სწორედ ამიტომ ჯიპიაი ავტოდაზღვევამ გადაწყვიტა, საქმე გაგვიმარტივოს და შექმნა ონლაინ ოფისი, სადაც რეგისტრაციის გარეშე დაზღვევის ყიდვას სულ ორიოდე წუთში შეძლებთ. გარდა ამისა გაითვალისწინეთ ის ფაქტიც რომ ზამთარია და ავტომობილს განსაკუთრებული ყურადღება და უსაფრთხოება სჭირდება, ამიტომ დაზღვევის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად გვთავაზობენ თეგეტა მოტორსის 1000 ლარიან ვაუჩერს, რომლის გამოყენებითაც მივიღებთ ნებისმიერ ავტომომსახურებას რომელიც ჩვენ ავტომობილს სჭირდება.

 

რუბრიკის სპონსორია ჯიპიაის ავტოდაზღვევა

თეგები: ,


Back to Top ↑