Published on: 23 April 2015
რა ვქნათ თუკი მუხრუჭმა გვიმტყუნა?
ალბათ ბევრ მძღოლს გასჩენია კითხვა – რა ქნას თუკი მუხრუჭმა უმტყუნა? ეს არის საკმაოდ საშიში სიტუაცია, ამიტომ ბევრი გამოუცდელი მძღოლი პანიკაში ვარდება და თავის თავზე კონტროლს კარგავს, რაც ნამდვილად არ ღირს, რადგან არის მეთოდები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ავტომობილის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერებას. პირველ რიგში, თუკი თქვენს ავტომობილს უმტყუნა მუხრუჭებმა, საჭიროა საავარიო სიგნალიზაციის ჩართვა, რადგან გააგებინოთ მოძრაობის სხვა მონაწილეებს წარმოქმნილი უსიამოვნო სიტუაციის შესახებ. შემდეგ საჭიროა ძრავით დამუხრუჭების გამოყენება. ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია, რომ როდესაც ავტომობილზე ვამცირებთ გადაცემებს, ის იწყებს შეჩერებას. ასევე დამუხრუჭებისთვის შეიძლება ხელის მუხრუჭის გამოყენება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ფრთხილად, რათა თავიდან ავიცილოთ ავტომობილის მოცურების საშიშროება.
სიჩქარის შემცირება ასევე შესაძლებელია ბარდიურზე ავტომობილის საბურავის ფრთხილი გახახუნებით, მთავარია ამ დროს ბარდიურზე არ ახვიდეთ, თორემ შესაძლოა ამოყირავდეთ. შესაძლებელია აგრეთვე მაგ. ბუჩქების გამოყენება ავტომობილის შესაჩერებლად.