ცნობილები

Published on: 06 March 2015

რა კურიოზი გადახდა ნოდიკო ტატიშვილს მისი პირველი ავტომობილის პერიოდში?

დრაივერი გთავაზობთ ინტერვიუს ნოდიკო ტატიშვილთან. რომელშიც წაიკითხავთ საინტერესო კურიოზებს, რომლებიც მომღერალს თავისი პირველი ავტომობილის პერიოდში გადახდა თავს.

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?

23-24 წლიდან, ეს ის პერიოდია, როდესაც მანქანის მართვის მცდელობები მქონდა. მეგობრების ავტომობილებს ვმართავდი და რადგანაც არ ვიცოდი კარგად და საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ მანქანის სარკეები შემეძლო გამომეყენებინა, რამდენჯერმე ჩემს მეგობრებს ავტომობილები დავუზიანე კიდეც. მაგრამ შემდეგ ვისწავლე და პირველად 4 წლის წინ ვიყიდე ავტომობილი – ML-ი და დღეს უკვე კარგი მძღოლი ვარ ალბათ…

D: თქვენი პირველი ავტომობილი? 76115e2d4a3a959010dc90c457bdcddb

ჩემი პირველი ავტომობილი იყო Mercedes ML -ი, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიყვანე, მაგრამ წელიწადსა და რამდენიმე თვეში დავემშვიდობე და ვიყიდე BMW  X5 -ი, რომელსაც მალე დავემშვიდობე და გავყიდე.

D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?

ამჟამად მყავს KIA SOUL -ი, რომელიც პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავები” -ში მოვიგე, ეს მანქანა მეორე ადგილზე იყო დაწესებული პრიზის სახით და მინდა გითხრათ, რომ KIA-მ და IBERIA ბიზნეს ჯგუფმა ჩემი იმედები გაამართლა და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ახალი მანქანით.

6f0689e52785850ea147028bdb12dbe2

D: თქვენი ოცნების ავტომობილი?

ჩემი ოცნების ავტომობილია ML 2015 წლის :).

D: რა საწვავს ასხამთ?

ჩემს ახალ ავტომობილში ვასხავ ბენზინს – პრემიუმს.

D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?

დაჯარიმებული ვარ ბევრჯერ, დღესაც მომივიდა 20 ლარიანი ჯარიმა, ეს ამ 2 თვის განმავლობაში უკვე მესამე ჯარიმაა, სამწუხაროდ…

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

კარგი მძღოლი ვარ, ცუდი მძღოლი ნამდვილად არ ვარ, რაც დრო გადის მით უფრო მეტად ვაუმჯობესებ ავტომობილის მართვას.

D: თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?

კურიოზი მახსენდება პირველი მანქანის დროს, როდესაც ჩამომივიდა და პირველად დავჯექი საჭესთან, ჩავედი ბაკურიანში სადაც ჩემი და და მისი მეგობრები ისვენებდნენ. საერთოდ ჩემს მეგობრებში ცნობილი ვარ როგორც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადამიანი მანქანის ნაწილებთან და ზოგადად მექანიზმთან დაკავშირებით. შუა გზაში დამირეკა ჩემმა მეგობარამა და შეშფოთებული ხმით, სად ხარო, მე ვუთხარი უკვე ავტომაგისტრალზე ვარ და ბაკურიანში მივდივართქო, ხოდა სასწრაფოდ გადაიხედე და შეხედე საბურავი ხო ტრიალებსო, ხოდა მეც გადავიხედე და ვუპასუხე: კი ეხლა ვნახე ტრიალებს მეთქი და სიცილისაგან ტელეფონი გაუვარდა ხელიდან 🙂 , თუმცა მე ვერ მივხვდი რატო იცინოდა, მეგონა სერიოზულად მითხრა და ცოტა ხანში, რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ გაერთო ჩემს უცოდინრობაზე :).

მეორე შემთხვევა იყო იგივე პერიოდში რამდენიმე თვის მძღოლი ვიყავი, ვზივარ საჭესთან, გზაში ვარ და უცებ ეკრანზე აენთო ზეთის ნიშნულა, რომელიც ანახებს რომ ან ზეთია შესაცვლელი ან ზეთთან დაკავშირებული პრობლემაა. ამ ნიშანს ეკრანზე აქვს ჩაიდნის ფორმა, ვურეკავ იგივე ძმაკაცს და ვუხსნი, რომ რამე მიშველე არვიცი რა ხდება ეკრანზე ჩაიდანი დაეხატათქო და მაშინაც ვეღარ გამცა პასუხი. გავთიშე ტელეფონი, მივხვდი რომ რაღაც ვერ ვთქვი სწორად. 20 წუთის შემდეგ რომ დამშვიდდა, დამირეკა და მითხრა – ხვალვე გამოცვალე ზეთი არ ინერვიულოვო :).

D: გიყვართ სიჩქარე? 

ჩქარა სიარული მიწევს მაშინ, როცა გზა თავისუფალია ან სადმე მეჩქარება. ამ დროს ყველაზე მეტად არ მიყვარს თბილისის ქუჩებში სიარული.

თეგები: ,


Back to Top ↑