ცნობილები

Published on: 10 February 2015

რა ავტომობილზე ოცნებობს ლაშა ღუღუნიშვილი?

დრაივერის კითხვებს ამჯერად ცნობილმა ფოტოგრაფმა და  Lig სტუდიოს ერთერთმა დამაარსებელმა ლაშა ღუღუნიშვილმა უპასუხა. ჩვენს ერთგულ მკითხველებს და არა მარტო მათ გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს? 

ავტომობილს 7 წლიდან ვმართავ. ბავშვობაში მამას კალთაში ვეჯექი და რულს ვატრიალებდი, მერე ბიძაჩემმა მასწავლა და 06 ზე მარტო დამსვა.

D: თქვენი პირველი ავტომობილი?

124 Mercedes -ი. იმ დროს კაი იყო. 18 წლის ასაკში დაბადების დღეზე წავედი მართვის მოწმობის ასაღებად :).

D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?

ამჟამად მყავს Mercedes GL -ი.

10966687_10205411201975919_1900004317_n

D: რა საწვავს ასხამთ? 

პრემიუმი და სუპერი.

D: თქვენი ოცნების ავტომობილი?

G Brabus -ი.

10961549_10205411216256276_729677511_n

10961887_10205411216176274_539519843_n

D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?Screen-Shot-2012-11-29-at-2.10.22-AM

კი, ძირითადად არასწორ პარკირებაზე მაჯარიმებენ 🙂 .

D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?

მანქანის გარეშე არსებობა შეუძლებელია. ჩემი მესამე ხელი და ფეხია.

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

მეგობრები და გარშემო მყოფები კარგ მძღოლად მახასიათებენ. გაწონასწორებული მძღოლი ვარ და გაუაზრებელ რისკებს არ ვაკეთებ. თოვლშიც საკმაოდ გამოცდილი ვარ :).

D: გიყვართ სიჩქარე?

კი, სიჩქარე ყველას უყვარს 🙂 , თუ საფრთხეს არ ვუქმნი არავის და არც ჩემ თავს 🙂 .

 

თეგები: , ,


Back to Top ↑