ვიდეო
Published on: 07 November 2014
Quadski XL – ორნი წყალსა და ხმელეთზე
ამერიკულმა კომპანიამ Gibbs Sports -მა გააუმჯობესა თავისი ცნობილი კვადროციკლი-ამფიბია Quadski და გახადა ორ ადგილიანი. მისი პირველი დებიუტი მოხდა 2012 წელს. გაუმჯობესებულ მოდელში გაიზარდა გაბარიტები და შეადგენს 3,56 მეტრს სიგრძეში, ხოლო სიგანეში 1,6 მეტრს. BMW -ს 1300 კუბიანი ძრავა Quadski XL -ს საშუალებას აძლევს განავითაროს 70კმ/სთ სიჩქარე, როგორც წყალზე ასევე ხმელეთზე. ერთი სტიქიიდან მეორეში გადასვლა კვადროციკლ-ამფიბიასთვის მარტივი პროცესია და სჭირდება სულ რაღაც 4 წამი. მისი ფასი აშშ-ში შეადგენს 47 600 დოლარს, რაც ერთ ადგილიან ვერსიაზე 7600 დოლარით მეტია.