Published on: 23 May 2017
ქართული ავტოსპორტის მორიგი წარმატება
ბულგარეთში, გასულ შაბათ-კვირას, რალის ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა, რომელშიც ქართველმა მრბოლელებმა სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემ იასპარეზეს. რის შედეგადაც ბულგარეთის პირველობის ფარგლებში პირველი, ხოლო ევროპის თასის პირველი ეტაპის მესამე ადგილი დაიკავეს.ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი მრბოლელები მოუმზადებელი Mitsubishi Lancer Evo X -ით მონაწილეობდნენ, რომელიც ქარხნულ მდგომარეობაშია და სიმძლავრით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეტოქეებს. Draiver.ge დეტალებზე სანდრო ლომაძეს გაესაუბრა.
D: რა ეტაპები გადალახეთ ჩემპიონატში მოსახვედრად და რა ტექნიკური მომზადება გაიარა ავტომობილმა?
ლიცენზიის კლასი და წარსული მიღწევები ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას გვაძლევდა. ავტომობილის მომზადება FIA -ს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მოხდა, თუმცა არ შეგვიცვლია ( ვერ შევცვალეთ) , ECU , ხიდი, გადაცემათა კოლოფი, დაკიდების სისტემა და ა.შ. ყველა ძირითადი ნაწილი გვაქვს ქარხნული, მათ შორის დისკები და პროგრამული უზრუნველყოფა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ტურბოში წნევის პიკი 1.1 გვქონდა.
D: მოგვიყევით რბოლის შესახებ, როგორი მეტოქეები გყავდათ?
ძალიან მძიმე და ჩქაროსნული ეტაპი იყო, ასეთი სიჩქარისთვის მოუმზადებლები ვიყავით. მეტოქეები WRC , S2000, R4, T16 ავტომობილებით იყვნენ, ხოლო ჩვენ N4 სტანდარტის ავტომობილით. უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ WRC -ს გადაცემათა კოლოფი მარტო 1,750.00 ევრო ღირს და ჩვენს ავტომობილზე 4-5 ჯერ სწრაფია, S200 3-4, R4 2-3 -ჯერ. ნელ მოსახვევებში არ გვიჭირდა, მაგრამ სწრაფ მოსახვევებს ჩვენზე 30-40 კმ/სთ -ით უფრო სწრაფად გადიოდნენ. ჩვენი საშუალო სიჩქარე 93 კმ/სთ იყო, ხოლო მათი 135 კმ/სთ.
Bravo Sandro Lomadze
Posted by Mevlud Meladze on Sonntag, 21. Mai 2017
D: ელოდებოდით თუ არა ასეთ შედეგს და რას გვეტვყით შემდეგ ეტაპზე, აპირებთ თუ არა ავტომობილის გაუმჯობესებასა და უფრო კარგ ტექნიკურ მომზადებას?
ყველა მრბოლელი სტარტზე მოსაგებად გადის, თუმცა რომ ჩავედით ორგანიზატორებმა დებულება შეცვალეს და ჩვენი კლასი ამოიღეს საერთოდ, სხვა კლასში მოგვიწია ასპარეზობა, შევეცადეთ მაქსიმალური ამოგვეღო ჩვენი EVO -სგან და შევძელით, ევროპა მესამე და ბულგარეთის ჩემპიონატი პირველი ადგილით დავასრულეთ.
რაც შეხება ავტომობილს, ამ ყველაფრისთვის სახსრებია საჭირო, როგორც ყველამ იცის ავტოსპორტს არააქვს არანაირი დაფინანსება და პილოტებს თვითონ უწევთ სპონსორების ძიება, ან თვით დაფინანსება. ვნახოთ რა იქნება, ჩვენ ჯერ კიდევ დაგვრჩა “პოროხი”.