Published on: 03 April 2015
ქართლოს ნატროშვილი დრაივერთან ინტერვიუში
დრაივერის კითხვებს უპასუხა ყველასთვის კარგად ნაცნობმა, კომედი შოუს მსახიობმა და პაროდისტმა ქართლოს ნატროშვილმა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.
D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?
ავტომობილს 2009 წლის ივლისიდან ვმართავ.
D: თქვენი პირველი ავტომობილი?
2009 წლიდან BMW 528 დუტი, მას შედეგ ეგ მყავს.
D: თქვენი ოცნების ავტომობილი?
BMW -ს ბოლო წლის მოდელები, ნუ უფრო X6 M -ი.
D: რა საწვავს ასხამთ?
რეგულარი ძირითადად, 2012 წლიდან გაზზე მყავს გადაყვანილი.
D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?
ავტომობილს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს ვანიჭებ.
D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?
ჩემ თავს მე ვერ დავახასიათებ, ეს სხვამ უნდა თქვას ვინც გვერძე მიზის, თუმცა 6 წელია ავტომობილი მყავს და შემიძლია ვთქვა, რომ დავღვინდი. 🙂
D: გიყვართ სიჩქარე?
სიჩქარე მიყვარს ოღონდ ამის შესაფერისი ატმოსფერო უნდა იყოს, ადრე ყველგან მიყვარდა სისწრაფე, ახლა უკვე სიამოვნებას გაწონასწორებული სიარულით ვიღებ :).