Published on: 10 September 2015
Project 2&4 ავტომობილი-მოტოციკლი Honda -სგან
ფრანკფურტის საერთაშორისო ავტოსალონის ფარგლებში, რომელიც გაიხსნება 15 სექტემბერს, გაიმართება Honda Project 2&4 -ის ჩვენება. პროექტი შექმნილია იაპონური დიზაინ-სტუდიის მიერ გლობალური კონკურსის ფარგლებში.
Project 2&4 მიიღებს მოდიფიცირებულ მოტოციკლის ძრავას – Honda RC213V -ს. ეს არის V -ტიპის ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომლის მოცულობაც შეადგენს 999 კუბს, ხოლო სიმძლავრე 215 ცხ.ძ. -სა და 118 ნმ ბრუნვით მომენტს. Project 2&4 ასევე აღჭურვილია ექვსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფით.
ყველაფრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ახალი მოდელი სწრაფი უნდა იყოს. ინფორმაცია დინამიკაზე ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია, მაგრამ Project 2&4 -ის წონას (405კგ) თუ გავითვალისწინებთ ის საკმაოდ მობილური უნდა იყოს.
ავტომობილი-მოტოციკლის ექსტერიერი შესრულებულია 1965 წლის Honda RA272 -ის სტილში. ნიუანსი იმაშია, რომ სავარძელი არა კუზაოს შუაში, არამედ მის გარეთაა განთავსებული და თითქმის დაუცველია. ასეთი კონფიგურაცია თავისუფლების შეგრძნების საშუალებას იძლევა, როგორც მოტოციკლზე.