სტატიები

Published on: 03 November 2014

პროფესია მძღოლი 30 წლის შემდეგ გაქრება

volvo-sartre-620px
ექსპერტები უახლოეს ათწლეულებში ავტოპილოტზე მომუშავე ავტომობილების მასიურ გამოჩენას ვარაუდობენ. ზოგიერთი პროგნოზით 2046 წლისთვის ავტომობილის დამოუკიდებლად მართვა საგრძნობლად დაკარგავს აქტუალობას.

მსხვილი ამერიკული ფინანსური ჰოლდინგის Morgan Stanley -ის ანალიტიკოსმა ადამ ჯონასმა განაცხადა, რომ ავტოპილოტზე მომუშავე ავტომობილები ბაზარზე უკვე 2026 წლიდან შემოვა. ხოლო 20 წლის შემდეგ ავტომობილები მთლიანად ავტოპილოტზე გადავლენ. მისი თქმით, საბოლოვო ჯამში ეს პროცესი მსოფლიოს მოუტანს 5,6 ტრილიონი დოლარის ეკონომიას.

Morgan Stanley-ს შეფასებით 2026 წლამდე ავტომწარმოებლები შეისწავლიან ბაზარს და შესთავაზებენ მომხმარებლებს ნახევრად ავტომატურ ავტომობილებს, რომლებიც მძღოლის მხრიდან მოქმედებებს საჭიროებენ. უახლოესი 10 წელი დაიხარჯება არა მარტო ავტოპილოტზე მომუშავე ავტომობილების დასახვეწად, არამედ საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.

კომპანია ABI Research -ის კვლევების თანახმად 2032 წლისთვის მსოფლიო ავტომობილების ნახევარზე მეტი დამოუკიდებლად შესძლებს გადაადგილებას. უახლოეს მომავალში ნახევრად ავტოპილოტზე მომუშავე ავტომობილების გამოყვანას ბაზარზე გვპირდებიან ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან : Audi -ი, Mercedes-benz -ი, Cadillac -ი და Tesla.
volvo_road_train-10

თეგები:


Back to Top ↑