Published on: 15 October 2014
Chevrolet -ი უკან იხმობს 200 000 -ზე მეტ Spark -ს
ამერიკის საგზაო უსაფრთხოების სადაზღვეო ინსტიტუტის მიერ მინიჭებული Top Safety Pick ჯილდო Chevrolet Spark -ს არ დასცალდა. GM -მა დაიწყო ავტომობილის მაშტაბური მოხმობა. არასტანდარტული გაუმართაობა აღმოჩნდა კაპოტის კლიტის ფიქსატორში და ამან იმ რეზულტატამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რომ მაღალ სიჩქარეზე შესაძლოა დავინახოთ თუ როგორ ფარავს წინა საქარე მინას ავტომობილის კაპოტი.
ჯერ-ჯერობით საფრთხის ქვეშ იმყოფება 223 815 Spark -ი, რომლებიგ გამოსულია 2009 წლიდან 2014 წლამდე და გაყიდულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს იმას ნიშნავს, რომ სერვისზე უნდა გაემგზავროს ყოველი მე-4-ე გაყიდული “სპარკი” -დან, რადგან სულ მოდელის წარმოებამ გადააჭარბა 1 მილიონს.
მძღოლების მიერ რამოდენიმე საჩივრის შემდეგ GM ში შეამჩნიეს, რომ ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი ფიქსატორი ექვემდებარება კოროზიას და შეიძლება გაიჭედოს გახსნილ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე კაპოტი არ დაიხურება როგორც საჭიროა. ჯანჯღარი, ქარის უეცარი ამოვარდნა, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა შეიძლება გახდეს მისი გახსნის მიზეზი.