Published on: 18 March 2017
Porsche -ს გაბანკროტება არ ემუქრება
ძვირფასი ავტომობილების შტუტგარდელმა მწარმოებელმა განაცხადა, რომ 2016 წელს, საბუღალტრო მონაცემების მიხედვით, კომპანიის ფინანსური რეკორდი მოიხსნა. არც არავის უთქვამს, რომ Porsche -ს რამე პრობლემა აქვს.
ავტომობილის გაყიდვები 6% -ით გაიზარდა და მიაღწია 237 778 ერთეულს, ამასთან აქედან 95 000 ერთეული Porsche Macan -ია. ავტომობილებზე რეკორდულმა მოთხოვნამ კომპანიის შემოსავალი 22.3 მლრდ ევრომდე ( ზრდა 5%) გაზარდა. აქედან სუფთა მოგებამ 3.9 მლრდ ევრო შეადგინა, რაც 14% -ით მეტია, ვიდრე 2015 წლის ფინანსური მონაცემები.
გაყიდვების გაზრდამ კომპანიას ახალი კადრების აყვანის საშუალება მისცა. მოცემული მომენტისთვის Porsche -ში 28 000 ადამიანი მუშაობს. აქედან გამომდინარე, 2016 წელი კომპანიისთვის ყველაზე გაყიდვადი, შემოსავლიანი, მომგებიანი და თანამშრომლების ყველაზე მეტი რაოდენბით, რეკორდული აღმოჩნდა.