სტატიები

Published on: 19 October 2015

Porsche Panamera -ს “მანსორული” ვერსია

ბოლო დროს ძალიან აქტიურმა Mansory -მ გამოიყვანა Porsche Panamera -ს მორიგი ტიუნინგ-ვარიანტი. რათქმაუნდა ავტომობილმა მიიღო დამატებითი ცხენის ძალები და ტრადიციული ვიზუალური განახლება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ავტომობილი ატელიეში ვიზუალურად უფრო “ბოროტი” გახადეს, აღჭურვეს 22 დიუმიანი შავი დისკებითა და ასევე შავი კარბონის კაპოტით. რათქმაუნდა განახლებამ უკანა ფრთის გარეშეც არ ჩაიარა.

Mansory -ს სპეციალისტებმა Porsche Panamera -ს Turbo ვარიანტს ცხენის ძალა 680 ერთეულამდე გაუზარდეს, ხოლო ნმ 900 -მდე. შეგახსენებთ, რომ სტანდარტული ვარიანტის სიმძლავრეა 520 ცხ.ძ. და 700 ნმ. განახლებული ავტომობილი 0-100 კმ/სთ -ს ანვითარებს 3,6 წმ -ში. ამასთან მისი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 300 კმ/სთ -ს.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑