სტატიები

Published on: 20 October 2014

Polestar -ი Volvo XC90 -ზე იმუშავებს

3c7fb51bb15923dee46d6cd43dVolvo -ს “ცხელი” სერია უახლოეს მომავალში Polestar -ის აუტო ტიუნინგის შემდეგ წარმოდგება, როგორც ყველგანმავალი.

როგორც განაცხადა Volvo -ს პარტნიორი კომპანის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დალმა ჟურნალისტებთან შეხვედრაში – ფირმა აპირებს XC60 და XC90 მოდელების “დამუხტული” ვერსიების გამოშვებას. კონკრეტულ ტექნიკურ დეტალებზე ლაპარაკი ჯერ  ადრეა, მაგრამ S60 -სა და V60 Polestar -ის შემთხვევიდან თუ გავიხსენებთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ავტომობილები ძალზედ საინტერესოები გამოვლენ.

დალის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, Polestar -ის სპეციალისტები XC60 -ზე მუშაობისას წავლენ იმ გზით, როგორზეც მოიქცნენ მისი მონათესავე სედანისა და უნივერსალის შემთხვევებშ. ასე, რომ საბოლოვო რეზულტატში უნდა ველოდოთ 500 ცხენის ძალას – Audi SQ5  მოუწევს ამაზე ჩაფიქრება!

XC90 -ის აწყობას კი ნულიდან დაიწყებენ, რომლის ძრავაზეც WTCC -ის, STCCისა და V8 Supercars -ის სპეციალისტები იმუშავებენ. რათქმაუნდა სრულიად გადააკეთებენ არა მარტო ძრავას, არამედ სავალ ნაწილებს, მუხრუჭებს, გამოსაბოლქვ სისტემას. რეზულტატში უნდა ველოდოთ ავტომობილს, რომელიც გამოიწვევს Mercedes ML63 AMG -სა და BMW X5 M -ს.

თეგები: , , , , , ,


Back to Top ↑