Published on: 05 December 2014
პოლ უოკერის Nissan Skyline -ი გასაყიდად გაიტანეს
გერმანულმა სავაჭრო სახლმა Classic Trader -მა გასაყიდად გამოიტანა Nissan Skyline GT-R -ი, რომელიც ცნობილია ფილმ Fast and Furios -ის მეოთხე ნაწილიდან. ფილმში ავტომობილს მართავდა გასულ წელს გარდაცვლილი პოლ უოკერი.
ფილმისთვის შერჩეული იყო ცხრა Skyline -ი, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი, რომელსაც ახლა სურათებზე ხედავთ იყო ნამდვილი, დანარჩენები კი Skyline -ს “ნიღაბ” ქვეშ ამოფარებული VW Beetle -ები იყვნენ.
ავტომობილი აღჭურვილია 2,6 ლიტრი მოცულობის 6 ცილინდრიანი ტურბინირებული ძრავით. იგი ანვითარებს 550 ცხენის ძალას და 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფ Getrag -ის საშუალებით სიმძლავრეს ანაწილებს ოთხივე ბორბალზე.
წინასწარი შეფასებით ავტომობილის ღირებულება იქნება 7500 000 ევროდან 5 000 000 ევრომდე.