სტატიები

Published on: 25 January 2019

პირველად ბოლო 7 წლის განმავლობაში მსოფლიო ავტობაზრის გაყიდვები “მინუსში” წავიდა

2018 წლის მონაცემებით გლობალური ავტობაზარი 0,5%-ით დაეცა და შეადგინა 94 მლნ. 791 ათასი ერთეული მსუბუქი და კომერციული ავტომობილი. ასეთი უარყოფითი რეზულტატი 2009 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ იტყობინება საკონსულტაციო კომპანია LMC Automotive.

მსოფლიო ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს ჩინეთი, სადაც გასულ წელს 27 მილიონ 732 ათასი ავტომობილი გაიყიდა (-3%).

მეორე ადგილზე რჩება ამერიკა, მაჩვენებლით 17 მილიონ 292 ავტომობილი (0,65). დასავლეთ ევროპის ავტობაზარი პრაქტიკულად იგივე დონეზე დარჩა და შეადგინა 16 მილიონ 153 ათასი ავტომობილი.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაყიდვებმა 4 მილონ 243 ათასი ერთეული – 0,5%-ით მეტი 2017 წელთან შედარებით.

მსოფლიოს მსხვილ ავტობაზრებად კიდევ აღინიშნება სამხრეთ ამერიკა (3,245 მლნ. +7,1%), იაპონია (5,203 მლნ ერთეული +0,8%), კანადა (2, 018 მლნ ერთეული – 1,2%) და კორეა (1,177 მლნ ერთეული +1,4%).

 

 


Back to Top ↑