Published on: 15 March 2019
Pininfarina Battista ისტორიაში ყველაზე მძლავრ იტალიურ ავტომობილად იქცა
ატელიე Pininfarina-მ, რომელსაც 90 წლის მუშაობის გამოცდილება აქვს და ამასთან მუშაობდა ისეთ ავტომობილებთან, როგორებიცაა: Bugatti Veyron-ი და Chiron-ი, Ferrari Sergio, Lamborghini Urus-ი, McLaren P1, Mercedes-AMG Project One-ი, Pagani Zonda და Porsche Mission E, შექმნა თავისი პირველი ქმნილება – ჰიპერქარი Battista. ავტომობილი დღეს იტალიაში ყველაზე სწრაფად ითვლება მათ შორის, რომლებსაც საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილება შეუძლიათ.
სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთი ავტომობილი გამოიმუშავებს 1874 ცხენის ძალასა და 2 300 ნმ ბრუნვით მომენტს. ამ კოსმოსურ ავტომობილს ოთხი გული აქვს – ოთხი ელექტროძრავა, ყოველ ბორპალზე თითო. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ Battista-ს 350 კმ/სთ განვითარება შეუძლია, 0-100 კმ/სთ აჩქარებას კი 2 წამზე ნაკლებ დროს უნდება. ერთი დამუხტვით ავტომობილი 450 კილომეტრს გადის.
Battista-ს სალონში გვხვდება სამი ციფრული დისპლეი, რომლებიც მიმართულნი არიან მძღოლისკენ. სულ ასეთი 150 ეგზემპლარი იქნება გამოსული და გაიყიდება ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. ფასი ტრადიციულად არ ხმაურდება, მაგრამ დადის ჭორები, რომ ავტომობილის შეკვეთები უკვე დაიწყო. წარმოება კი 2020 წელს დაიწყება.