Published on: 27 October 2015
Peugeot -ი და Citroen -ი საწვავის “რეალურ” დანახარჯზე ისაუბრებენ
PSA Peugeot Citroen -ი საწვავის რეალურ დანახარჯის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, რომელსაც “რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში” მიიღებს – ასეთი განცხადება გაკეთდე ფრანგული კომპანიის ოფიციალურ შეტყობინებაში, რომელიც ეძღვნება Volkswagen -ის დიზელის სკანდალს.
კომპანიაში გეგმავენ გაასაჯაროვონ ინფორმაცია მოდელების საწვავის ეკონომიურობის შესახებ, რაც რეალურ პირობებში არის გაზომილი, ხოლო შემდგომ სპეციალური შემმოწმებელი კომისიისგან მიიღებენ დადასტურებას. ფრანგების ამ გაბედული ნაბიჯის შესახებ სხვა ინფორმაცია არ არის. შეტყობინებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ PSA -ს არასოდეს გამოუყენებია სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა ან პროგრამული უზრუნველყოფა, რის შედეგადაც დამაბინძურებელი ნივთიერებების მაჩვენებელს შეამცირებდა.