ვიდეო

Published on: 20 November 2017

პარიზის ქუჩებში ახალი ელექტრონული ტაქსი გამოვიდა

ფრანგულმა კომპანია Navya -მ მეოთხე რანგის უპილოტო Autonom Cab  -ი წარმოადგინა, რომლის ღირებულებაც 230-250 ათას ევროს წარმოადგენს. რობოტიზირებული ტაქსი პარიზის ქუჩებში გამოვიდა.

ექვს ადგილიან ავტომობილს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მსოფლიოში პირველ უპილოტო ტაქსიზე პრეტენზია გამოთქვას, არც საჭე აქვს და არც სატერფულები. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ -ს შეადგენს. სავარაუდოდ ამ სიჩქარის განვითარება მას არ მოუევს, რადგან პარიზში, როგორც სხვა ევროპულ ქალაქებში, 50 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა მოქმედებს.

 

თეგები: ,


Back to Top ↑