Published on: 09 February 2015
პაატა იაკობაშვილის ინტერვიუ დრაივერთან
ექსკლუზივი Driver.ge მკითხველთათვის. დრაივერი გაესაუბრა რუსთავი 2 -ის ჟურნალისტ პაატა იაკობაშვილს. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან.
D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?
ავტომობილის მართვის სწავლა, ალბათ, ცოტა დავაგვიანე – 25 თუ 26 წლიდან ვუზივარ საჭეს.მანამდე ავტომობილი არ მყავდა და ვერც მართვის სწავლის აზრს ვხედავდი. როგორც კი შევძელი, რომ დამოუკიდებლად შემეძინა მაქანა, მართვაც ეგრევე ვისწავლე.
D: თქვენი პირველი ავტომობილი?
Opel Astra ლეგენდაა რაა… 🙂 შემდეგ მყავდა BMW 740 e38 ესეც ლეგენდაა.
D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?
Audi A4 (B6) – პირველ რიგში გარეგნული დიზაინის გამო ავირჩიე (ფასის გათვალისწინებითაც, რა თქმა უნდა). კონკურენტი ყავდა Mazda 6 mps, მაგრამ მაშინ ბაზრობაზე 2 ცალი მაზდა ვნახე და ორივე ცუდ მდგომარეობაში იყო.
D: თქვენი ოცნების ავტომობილი?
ფილმი ”უკან მომავალში” ხომ გახსოვთ?! აი, დოქტორი ბრაუნი მარტის რომ მოაკითხავს დელორიანით. მომავალში გადასასვლელად მანქანა უნდა ააჩქარონ და მარტი ეტყვის: დოკ, ვერ მოვასწრებთ, გზა არ გვეყოფა! – გზა?! ვის რაში სჭირდება გზები!.. და დელორიანი აფრინდება 🙂
ბავშვობაში და ახლაც, ვგიჟდებოდი ამ მომენტზე.
და კიდევ მახსოვს 911-ების გატაცებაზე ვუყურე რაღაც ფილმს და მეორე დღეს მთელი სკოლის ბიჭები პორშეზე ვლაპარაკობდით…
ასე რომ: Porsche 911 და DeLorean DMC-12
D: რა საწვავს ასხამთ?
ევრო რეგულარს – ჩვენთან ხომ ამბობენ, რომ ამერიკიდან ჩამოყვანილ მანქანებს კარგი ბენზინი არ სჭირდება და… 🙂
D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?
კი დავჯარიმებულვარ. ძალიან ვცდილობ, არ დავარღვიო მოძრაობის წესები – ხანდახან არ გამომდის.
D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?
უავტომობილოდ თითქმის არსად, არასდროს არ მივდივარ. თუნდაც სადმე სუფრაზე – მირჩევნია ერთ ჭიქაზე მეტი არ დავლიო (და არც დავლევ), მაგრამ მანქანით წავიდე.
D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?
ყველაზე მეტად ჩემი მართვის მანერას ის მუსიკა განსაზღვრავს რომელსაც გზაში ვუსმენ. რაც მთავარია ვცდილობ მშვიდად და ზოლში ვიმოძრაო.
D: გიყვართ სიჩქარე?
კი მიყვარს. 276 კმ/სთ-ით მივლია ყველაზე სწრაფად Audi RS 6-ის ტესტ დრაივზე გერმანიაში. მანქანა სიამოვნებით და უპრობლემოდ ავიდოდა 300-მდეც, მაგრამ ავტობანზე წინ მიმავალ სხვა მანქანებს დავეწიეთ და უნდა დაგვემუხრუჭებინა. ამ დროს გადაღებაც მიმდინარეობდა…