სტატიები

Published on: 20 August 2015

OPEL -მა KARL ECOFLEX -ი ოფიციალურად წარმოადგინა

კომპანია Opel -მა წარმოადგინა ახალი მოდელი Karl ecoFLEX -ი, რომელიც ბევრ რამეში ავტომობილის ჩვეულებრივ ვერსიას ჰგავს. ავტომობილი აღიჭურვა ECOTEC სერიის  1,0 ლიტრი მოცულობის 3 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 75 ცხენის ძალას. სასიამოვნო სიახლეებს შორის არის “START/STOP” -ის სისტემა, რომელიც საწვავის მოხმარების შემცირებას საგრძნობლად უწყობს ხელს. ავტომწარმოებელი გვპირდება, რომ მისი კომპაქტური ჰეჩბეკი 100 კილომეტრზე საშუალოდ მოიხმარს 4,1 ლიტრს. CO2 ის გამონაბოლქვი შეადგენს 94 გრ/კმ -ზე.

Opel Karl ecoFLEX -მა ასევე მიიღო ახალი საინფორმაციო-გასართობი სისტემა IntelliiLink -ი და OnStar -ი.

მოდელის შეკვეთა ამ მომენტისთვის შესაძლებელია გერმანიაში. მისი საწყისი ფასი შეადგენს 9950 ევროს.

თეგები: ,


Back to Top ↑